
მალე ხის დრაკონის წელს მწვანე ხის გველის წელი ჩაანაცვლებს.
როგორ ჩავიფიქროთ სურვილები სწორად და როგორ გავაცილოთ ხის დრაკონის წელი ისე, რომ ვალი არ დაგვრჩეს - ამის შესახებ „პოსტ ალიონის“ ეთერში ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
როგორც ანზორ ოდიშარია ამბობს, თუ გვაქვს სურვილები, რომლებიც წინა წელს ჩაიფიქრეთ და არ აგისრულდათ, ან აღარ გინდათ მათი ასრულება 25 დეკემბრამდე უნდა მოასწროთ. ჩამოწეროთ ეს სურვილები ფურცელზე შემდეგ დაწვით და უთხრით სამყაროს, რომ აღარ გინდათ ეს სურვილები აგიხდეთ.
„ჯადოსნური პერიოდი არის 21 დეკემბრიდან - 25 დეკემბრამდე, როცა ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს.
21 დეკემბრიდან - 23 დეკემბრამდე არის ჩვენი მფარველო ანგელოზის დღე და შეგვიძლია მისი წყალობით გავძლიერდეთ. ამ პერიოდში შეგიძლიათ განთავისუფლდეთ ცუდი ჩვევებისგან და მიიღოთ სიახლეები, არ ჩაიფიქროთ ის რაც უკვე გაქვთ, მაგალითად თუ ხართ ჯანმრთელი აღარ ჩაიფიქროთ ჯანმრთელობა. შეგიძლიათ აიღოთ ფურცელი და ჩამოწეროთ რისგან გინდათ, რომ განთავისუფლდეთ და რას ელით და შემდეგ 1 წელი ეს ფურცელი შეინახეთ.
ასევე პირველი იანვრიდან - 12 იანვრამდე ყოველი დღე არის ჯადოსნური. ეს 12 დღე არის შემდეგი 12 თვე, ამიტომ ეცადეთ თითოეული დღე კარგად გაატაროთ, რომ მთელი წელი კარგი გქონდეთ.
ყველა ამ დღეს თავისი მნიშვნელობა აქვს:
1-ელი იანვარი ეს არის ძალა, ეცადეთ ამ დღეს არ იყოთ მოდუნებული, არ იძინოთ გვიანობამდე და იყავით აქტიურები.
2 იანვარი - შეგიძლიათ დაისვენოთ ამ დღეს, ეს არის ფინანსური კეთილდღეობის დღე, განაახლეთ ფინანსები. ასევე შეგიძლიათ, როდესაც სუფრაზე დასხდებით თეფშის ქვემოთ დადოთ კუპიურა, რომელსაც ერთი წელი შეინახავთ და მოიზიდავთ ფულს.
3 იანვარი - ეს არის კარგი დღე მათთვის, ვისაც უწევს გამოცდების ჩაბარება, ჩართულია გაყიდვებში ეცადეთ ამ დღის ენერგეტიკა გაიაქტიუროთ, შეიძინეთ ისეთი საჩუქრები რომლებიც ამ ყველაფერთან იქნება დაკავშირებული.
4 იანვარი - ოჯახის კეთილდღეობის დღე. ამ დღეს შეგიძლიათ საძინებელს ჩაუტაროთ გენერალური დასუფთავება, შემდეგ აიღოთ პატარა ფურცელი და დაწეროთ ფანქრით ლოცვა - უფალო ღმერთო რომელი განყოფილთა შეჰკრებ, ასევე ესენიც შეაერთე დიდითა სიყვარულითა. აუცილებელია ოჯახი იყოს ჯვარნაწერი.
5 იანვარი - ეს არის განწმენდა ყველანაირი სიბინძურისგან. გადაივლეთ წყალი და განიწმინდეთ ყველანაირი სიბუნძურისგან, ამით შესაძლებელია ჯანმრთელობის პრობლემის ჩამოშორება.
7 იანვარი - ეს დღე კარგია მათთვის ვისაც არ ჰყავს პარტნიორი და უნდა ოჯახის შექმნა. შეგიძლიათ შეიბათ წითელი ძაფი მარცხენა ხელზე და ჩაიფიქროთ სურვილი, უმჯობესია ეს ძაფი შეგებათ საპირისპირო სქესის მშობელმა. თუ მშობელი არ გყავთ, ეს შეგიძლიათ გააკეთებინოთ, მას ვინც თქვენი ახლობელია.
8 იანვარი - კარიერული თვალსაზრისით და მტრების ჩამოსაშორებლად კარგი დღეა. შეგიძლიათ შეიძინოთ პატარა სარკე, ან გველი რომელიც დაგიცავთ მტრებისგან.
9 იანვარი - ამ დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ მოგზაურობა, ან ისურვოთ გლობალური სურვილები.
10 -11 იანვარი - ოჯახისთვის გამოსაყენებელი დღეა.
12 იანვარი - ყველაფერი, რაც ვერ მოვასწარით წინა დღეების მანძილზე, შეგიძლიათ ამ დღეს გააკეთოთ. ეს არის დღე, როცა შეგვიძლია ჩვენ წინაპრებს მოვუხმოთ და ვთხოვოთ გაგვაძლიერონ. აქ შეგიძლიათ დაანთოთ ოქროსფერი, თაფლისფერი ან მწვანე სანთელი.
უფრო ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: