Digest Logo

5 ნიშანი იმისა რომ ადამიანი სულ თქვენზე ფიქრობს

1779543780
წყვილი და სიყავრული

როგორ გავიგოთ ფიქრობს თუ არა ადამიანი თქვენზე? იმისათვის, რომ ამ შეკითხვაზე მკაფიო პასუხი მივიღოთ, საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის ცოდნა.

დარწმუნებული ვარ ყველას გქონიათ ქვემოთ ჩამოთვლილი მომენტები ცხოვრებაში, უბრალოდ არ დაფიქრებულხართ ან არ დაინტერესებულხართ რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა.

ზუსტად ამიტომ მინდა გაგიმხილოთ ინფორმაცია,რომელიც მგონია დაგეხმარებათ საიდუმლოს ამოხსნაში.
ამ ყველაფრისთვის საჭიროა თქვენი ინტუიციის გააქტიურება და დაკვირვება.

ნიშნები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ფიქრობს თქვენზე:

1. უცნაური, თბილი ენერგიის მოზღვავება გულის მიდამოში, მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა, უმიზეზო ღიმილი.

2. სწრაფი ემოციური ფონის ცვლილება - დღის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ შეიცვალოთ განწყობა, დადებითი განწყობიდან გადახვიდეთ სევდიან არხზე.

ასეთი ცვლილებები დაკავშირებულია პირად გამოცდილებასთან და მოლოდინებთან, რაც შეიძლება არ ახდეს აქ და ახლა.

3. სულების ნათესაობა - ორი ადამიანი, რომლებიც დიდი ხანია ერთად იზიარებენ მხიარულ და სევდიან წუთებს, ვერ დაივიწყებენ ყველაფერს ერთ ღამეში და გაქრებიან ერთმანეთის ცხოვრებიდან. ისინი ენერგეტიკულად მაინც გადაჯაჭვულები არიან,ამიტომ გონებრივად, ქვეცნობიერის დონეზე, ცდილობენ გაარკვიონ, როგორ ცხოვრობს ადამიანი და რა ხდება მის ცხოვრებაში. ზოგჯერ კავშირი შეიძლება იმდენად ძლიერია იყოს,რომ ადამიანის ტკივილი ფიზიკურ დონეზეც იგრძნოთ.

4. სიზმარი, რომელშიც საყვარელი ადამიანი მონაწილეობს. თუ ძილის დროს ესაუბრებით ამ ადამიანს და რეალურად გრძნობთ მის სუნთქვას, სუნს და შეხებას, ეს ნიშნავს, რომ ის თქვენზე ფიქრობს ქვეცნობიერის დონეზე.

5. ადამიანის ქცევებზე დაკვირვება. თუ ადამიანი გამუდმებით ცდილობს იყოს უფრო ახლოს, გამოჩნდება, თითქოს მოულოდნელად იმავე ადგილას,სადაც თქვენ და ეს ხშირად ხდება, მაშინ ნათელია,რომ ეს ადამიანი ბევრს ფიქრობს თქვენზე.

აგრეთვე გთავაზობთ ნიშნებს, რომლებიც ხალხმა დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინა.

უეცარი სლოკინი - საპირისპირო სქესის ინტერესის გამოხატულება თქვენი პიროვნების მიმართ.

ტუჩების წვა - აშკარად სურს მათზე შეხება, გემოს შეგრძნება, ვიზუალიზაცია.

წითელი ყურები, ცხელება - ძლიერი ლტოლვა თაყვანისცემის ობიექტის მიმართ.

იმ ადამიანის სუნი იქ, სადაც არ შეიძლება იყოს - ის დაუღალავად ფიქრობს და იხსენებს სულიერ საუბრებს თქვენთან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნალექი, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

⭕„ადამიანი ის არის, რასაც ირჩევს“ - რას წერს გია მურღულია

⭕როგორ გავააქტიუროთ 23 მაისის ენერგია? - თამუნა იოსელიანის რჩევები