Digest Logo

„ადამიანები რომლებიც ღრმა გარდამქნას გადიან, არ ეძებენ ჯგუფს გადასარჩენად... მათ აქვთ პირდაპირი კავშირი საკუთარ სულთან და სხეულთან“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1769710744
 ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ეპოქებსა და იქ დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებზე საუბრობს.

როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ძველი სამყარო აგებულია შიშსა და მომავალზე, ასევე აღწერს ახლანდელი ადამიანების ბუნებას და თვითგადარჩენის ინსტინქტს:

„ისე როგორ საოცარ სინქრონში მიდის, გზების გაყოფის პროცესი.

ორი პარალელური რეალობა, რომელიც დროებით ერთ სივრცეში თანაცხოვრობს, მაგრამ სრულიად სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს.

ძველი სამყაროს აგონია რასაც ახლა ვხედავთ, კანონების გამკაცრება, ტოტალური კონტროლი, და ა.შ. ეს არის სისუსტეს უტყუარი დასტური და არა სიძლიერის.

ეს ეპოქა დაფუძნებული იყო გარიგებაზე მაგალითად; მე მოგცემ უსაფრთხოებას და განათლებას, შენ მომეცი შენი თავისუფლება და შრომა.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს სიხშირე ითიშება. ძველი სისტემა მთავრობები, ინსტიტუტები გრძნობს, რომ წებო, რაც ხალხს მორჩილებაში ამყოფებდა, თვალსა და ხელს შუა უხმებათ.

როცა სისტემა კარგავს ბუნებრივ ავტორიტეტს, ის გადადის ძალადობაზე. კანონების გამკაცრება არაფერ კავშირშია სიძლიერესთან, ეს არის სისუსტის ნიშანი. ისინი ცდილობენ კედლების აშენებას რადგან საძირკველი ეცლებათ.
პარალელურად, მიდის ღრმა გარდაქმნა და მზადდება იმ სეგმენტის, რომელიც ფიზიკურად ვეღარ თავსდება ამ ჩარჩოებში.

ძველი სამყაროს ნორმები აგებულია შიშზე და მომავალზე. კანონი გეუბნება თუ ამას არ იზამ, ხვალ დაგსჯი, მაგრამ მუტაცია ხდება მზის წნულში, რომელიც ცხოვრობს აწმყოში, შესაბამისად მას, სულ ფეხებზე კიდია რას ამბობს კანონი.

როგორ უნდა აკონტროლო ადამიანი, რომელსაც არ ეშინია ხვალინდელი დღის და რომელიც არ თამაშობს სოციალური იერარქიის წესებით. ეს შეუძლებელია.

ისე რასაც ვაკვირდები, ეს ახალი სეგმენტი ხდება უხილავი. ისინი არ იბრძვიან სისტემის წინააღმდეგ რევოლუციით და მსგავსი გაცვეთილი ფორმებით. ისინი უბრალოდ გადიან სისტემიდან. ისინი ქმნიან საკუთარ მიკრო-სამყაროებს, საკუთარ კვებას, საკუთარ კომუნიკაციას და ა.შ. სისტემა მათ ვერ ხედავს, რადგან ისინი სხვა სიხშირეზე ვიბრირებენ.
ეს არის ინდივიდუალიზმი vs კოლექტივიზმი.

ადამიანები რომლებიც ღრმა გარდამქნას გადიან, არ ეძებენ ჯგუფს გადასარჩენად. მათ აქვთ პირდაპირი კავშირი საკუთარ სულთან და სხეულთან. ეს არის კოშმარი ტოტალიტარული სისტემისთვის. ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება სისტემა გადარჩენისთვის.

მოკლედ იმის თქმა მინდა. როცა შენ გრძნობ, რომ არ ჯდები არანაირ ნორმაში, ეს არ არის შენი სოციალური პრობლემა. ეს არის შენი ევოლუციური ფუნქცია. რომელიც გაცდა კოლექტიურ შეზღუდვებს, ასე რომ გილოცავ“, - წერს ვატო მსხილაძე.


⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თუ შენი პრობლემის ტარებას სხვა იწყებს ის, ვისაც პრობლემა ეკუთვნის სუსტდება...“ - რას წერს თამუნა იოსელიანი

🎥 „ჩემი ორგანიზმი ქირურგიული ჩარევებისთვის არ გამოდგება...“ - ნინა პერტენავა „ბარიატრიასა“ და ჯანსაღ კვებაზე

🎥 „ჩვენ არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არადა სწორედ აქედან იწყება ჩვენი ჯანმრთელობა“ - ნინა პერტენავა