Digest Logo

🎥 „ადამიანი ღირსებასთან მიდის კომპრომისზე...“ - ნინო კანდელაკი ბრჭყვიალა შოუბიზნესის რეალობაზე

1765449135
ნინო კანდელაკი

ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი გადაცემაში, „ცოდნის მოყვარე პოდკასტი“ შოუბიზნესის სამყაროს ახასიათებს როგორც ბრჭყვიალა, მიმზიდველი და მაღალი შემოსავლით მდიდარ სივრცეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მასში მოსახვედრად ადამიანი ხშირად კომპრომისზე მიდის საკუთარი სიმართლისა და ღირსების ფარგლებში.

„ადამიანი, რომელსაც იმდენად უნდა შოუბიზნესში მოხვდეს, ზოგჯერ თავის სინდისთან და ღირსებასთან მიდის კომპრომისზე. ეს დამოკიდებულია ოჯახზე და მყარ თვისებებზე, რომლებიც ადამიანს შესაძლოა არა აქვს. ამ დროს ადამიანი სჩადის გადაწყვეტილებას, რომელიც გარედან მიმზიდველი ჩანს, თუმცა შინაგანად არასასიამოვნო.

ბედნიერება დაკავშირებულია საკუთარ თავთან კმაყოფილებასთან. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, თუ საკუთარ თავი არ მოსწონს. ძალაუფლება და სიმდიდრე ვერ მისცემს სიხარულს იმ შემთხვევაში, თუ ღირებულებებსა და ღირსებას თმობს. უმთავრესი სიმდიდრე არის ღირსება და ღმერთთან ჰარმონია.

შოუბიზნესში მიღწეული წარმატება ფასობს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ იმითაც, თუ რა ფასად ხდება ეს წარმატება და რამდენად ემთხვევა ადამიანის შინაგან ღირებულებებს. ძილის წინ თუ ფიქრობ იმაზე, როგორ იქცევი, იმას რა გაუკეთე და ა.შ. ყოველთვის ექნება ფიქრები, ღირდა ეს ამად? რატო წავედი ამის გამო ამ რისკზე?

ფაქტია, რომ კომპრომისზე წავიდა თავის ღირსების გრძნობასთან. ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. როცა შენში ღირსება და ღმერთი ცოცხლობს“, - აღნიშნა ნინო კანდელაკმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „51 წელია სკოლაში ვარ და ბავშვებს ჯერ ადამიანობას ვასწავლი, მერე მათემატიკას“ - გაიცანით, 76 წლის ჯული ბებო, რომლის ვიდეომ მილიონი ნახვა დააგროვა

🎥 „სამსახურის 24 საათი...“ - როგორია თიკა ფაცაციას ერთი დღე

⭕„სანამ ვინმეს განიკითხავთ გაიხსენეთ წარსულის ღრმა დეტალები!...“ - გოგა მანია საზოგადოებას მიმართავს