ადელინა გოგუაძე, წარმატებული მსახიობი ქალი, რომელიც ბევრ ქართულ ცნობილ სერიალში იღებდა მონაწილეობს, წლებია ეკრანზე მხოლოდ სტუმრის როლში ჩნდება - რა არის ამის მიზეზი? რას საქმიანობს ახლა? რას თვლის ცხოვრების მთავარ მიღწევად და ბევრ სხვა საინტერესო საკითხებზე „დაიჯესტთან“ საუბრობს.
როგორც ადელინა ჩვენთან საუბრისას ჰყვება, ამჟამად თეატრში მუშაობს, თუმცა გაგვიმხილა, რომ მალე მონატრებულ მაყურებელთან შეხვედრას და ეკრანზე დაბრუნებას გეგმავს.
ვინ არის ადელინა გოგუაძე? და რას საქმიანობთ ახლა? რატომ აღარ ჩანხართ აქტიურად ეკრანზე?
ადელინა გოგუაძე ერთი მსახიობი გოგოა, რომელიც დღეს დღეობით „გიორგი რატიანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში“ მოღვაწეობს, თუმცა მზადდება რამდენიმე პროექტი, რომელსაც ველოდები. ეკრანზე, რატომ არ ვჩანვარ არ ვიცი, ძირითად სტუმრის სტატუსით ვარ ხოლმე წარმოდგენილი, სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში.
რა ხდება თქვენ პირად ცხოვრებაში, როგორც ვიცი თქვენ პირველ სიყვარულს გაჰყვებით ცოლად და 5 წელი გრძელდებოდა ეს სიყვარული? რა ხდება ახლა თქვენ პირადში?
ჩემ პირველ სიყვარულს დიდი ხნის წინ დავშორდი, რომელთანაც ოჯახი მქონდა და მყავს არაჩვეულებრივი 12 წლის შვილი, ნიკოლოზი. ეს ქორწინება მალევე დასრულდა, თუმცა დარჩა პირველ სიყვარულად.
დღეს ჩემ პირადში, ჩემი მხრიდან არაფერი არ ხდება.
ხშირად ჩანდით სხვადასხვა სერიალში, სადაც უხერხული როლები გითამაშიათ, ხშირად საზოგადოება პერსონაჟთან აიგივებს მსახიობს და თუ გქონიათ თქვენ ასეთი შემთხვევა და როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე?
არის მაყურებელი, რომელიც რასაც უყურებს აღიქვამს, რომ ეს რეალობაა. მაგალითად, როდესაც შვილი გავაჩინე კლინიკაში ექთნები ელოდებოდნენ, რომ დოლჩე მოვიდოდა როგორც მამა, ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან მეუღლე გვერდით მყავდა. თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც მე და დოლჩე შეყვარებულებს განვასახიერებდით იმ დროინდელ ცნობილ სერიალებში - „ბიჭები და გოგოები“, „ჩვენი ოფისი“ „ჩიფსების თაობა“ და მაყურებელმა სერიალის როლი, გააიგივა ჩემ პირადთან.
კრიტიკა ძალიან კარგია, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი. ეს ყველაფერი გვიზრდის, საკუთარ თავსაც აძლევს შენიშვნას და ცდილობ გამოასწრო ეს ყველაფერი. საზოგადოების ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ყოველდღიურად დიდი სითბოს ვაწყდები.
როგორ რეაგირებს თქვენი შვილი თქვენს პოპულარობაზე?
არანაირი რეაგირება არ აქვს, ალბათ ყველას მოსწონს დედა, რომელიც ცნობილია. მის წინაშეც ბევრს გამოუხატავს დადებით რეაქცია და კომპლიმენტები ჩემს მიმართ და ალბათ ეს მას მოსწონს, თუმცა არ აღუნიშნავს.
გრძნობთ თუ არა თავს იღბლიანად და რა არის ის, რაც თავს ძალიან იღბლიანად გაგრძნობინებს?
ჩემი გარემო, ჩემი ოჯახი, ჩემი სამეგობრო მაგრძნობინებს, რომ ვარ ძალიან იღბლიანი ადამიანი. თუნდაც ჩემი თეატრი, სადაც ვმუშაობ და მაქვს არაჩვეულებრივი გარემო ეს უკვე ჩემთვის იღბლიანობაა. ახლა თუ ეკრანზე არ ვარ, ან სათანადოდ რასაც ვიმსახურებ ის არ მაქვს, მჯერა, რომ ჯერ ყველაფერი მაინც წინ არის.
რა როლი აქვს მეგობრებს თქვენ ცხოვრებაში - თუ დაგიკარგავთ ისინი და რის გამო დაგიკარგავთ?
მეგობრები არასოდეს დამიკარგავს, მათ გარეშე არ შემიძლია, ჩემი სამეგობრო არის ჩემი ძალა, ის ადამიანები ვინც გვერდით მყავს უძვირფასესია.
რა არის ის 3 რამ, რაც თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია?
ოჯახი, შვილი და მეგობრები.
ვინ ხართ ჰოროსკოპით და თუ გჯერათ ასტროლოგიის?
ბუნებით ვარ ეზოტერიკოსი და ძალიან მჯერა ამ ყველაფრის, ისევე როგორც კარმის, ადამიანის აურაც ვგრძნობ. ჰოროსკოპით ვარ თევზი, თუმცა არა დეპრესიული.
სიტუაციას ხომ ვერ გაიხსენებდით, როდესაც უხერხულში ჩავარდით?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, როცა სამშობიაროში შვილის მამად დოლჩეს ელოდებოდნენ ეს იყო სიტუაცია, როდესაც დიდი უხერხულობა ვიგრძენი.
როგორ ფიქრობთ კაცის და ქალის ურთიერთობაში ვის აქვს მთავარი როლი - ვის ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა?
მგონია, რომ ორივე წყვილი უნდა შეთანხმდეს და ერთმანეთის სურვილიდან, პატივისცემიდან გამომდინარე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თუმცა რაღაც მომენტში მომწონს, რომ მამაკაცი თავის სიმაღლეზეა და უთმობს ასპარეზს ქალს.
რა არის თქვენი უცნობი მხარე, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს...
კულინარია, ყველას რატომღაც ჰგონია, რომ მე არაფრის გაკეთება არ ვიცი, ალბათ არ მხრივ არ მიცნობს საზოგადოება, თორემ დანარჩენი საკმაოდ ღიაა საზოგადოებისთვის.
რას თვლით თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევად?
ჩემს შვილს.
სამომავლო გეგმები?
ჩემი გეგმები ჩემი თეატრია, ასევე თეატრალურ უნივერსიტეტში ვარ მაგისტრატურის ფაკულტეტზე მეტყველების განხრით და მზადდება ერთი-ორი პროექტი, რომელიც ძალიან მალე გავა ეკრანზე თუ არა, ინტერნეტსივრცეში მაინც.
ანუ ეკრანზე ბრუნდებით?
დიახ.
ავტორი: თათია ამაღლობელი
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები