Digest Logo

ახდენს თუ არა ზოდიაქოს ნიშნები ჩვენზე ზეგავლენას და უნდა სწამდეთ თუ არა ქრისტიანებს ზოდიაქოს ნიშნების? - სასულიერო პირის განმარტება

1729077333
ჰოროსკოპი

უნდა სწამდეთ თუ არა ქრისტიანებს ზოდიაქოს ნიშნების?

ზოდიაქოს ნიშნების თუ გვჯერა, გამოდის, რომ ვეთანხმებით ვარსკვლავების „წინასწარმეტყველებას“ და „განსაზღვრებას“ ჩვენს პიროვნებასა და მომავალთან დაკავშირებით. ეს ხელს გვიშლის ჩვენი ცხოვრებისთვის განკუთვნილი ღვთის ნების დანახვაში, რადგანაც ზოდიაქოს ნიშნები ასტროლოგიის ნაწილია, ბიბლია კი კრძალავს ყოველივეს, რაც მკითხაობასთან არის დაკავშირებული (ასტროლოგია ხომ ვარსკვლავების განლაგებისა და მდებარეობის მიხედვით განსაზღვრავს ადამიანის ხასიათსა და მომავალს).

წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ისრაელიანებს აუკრძალა ქანაანელთა სამისნო საქმეებში (რაც ასტროლოგიასაც მოიცავდა) მონაწილეობის მიღება, რადგან ეს ყველაფერი სისაძაგლედ მიიჩნეოდა უფლის წინაშე:

„არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, დევნის მათ შენი პირისაგან“ (რჯული 18:10-12).

აღნიშნულ საკითხზე მღვდელ მონაზონი ანდრია სარია სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს:

„ასტროლოგიას და ციურ სხეულებს ჩვენზე ზეგავლენა არ შეუძლიათ. ღმერთი არის ჩვენთვის მთავარი მოტივატორი, ეს არის ცრუ რწმენები რა თქმა უნდა. ზოდიაქოს ნიშნები სვეტიცხოვლის კედელზეც კი არის გამოსახული, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათ თაყვანი ვცეთ, არამედ იმ ხანად მათ დროის აღსაქმელად იყენებდნენ. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს გვაქვს ერთი მიდგომა - ისინი ჩვენს სულზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ ღმერთის გარდა არავის არაფერი არ უნდა ვთხოვოთ და არავის არ უნდა დავაკვირდეთ“, - ამბობს სასულიერო პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე

⭕წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - ამინდი უარესდება

🎥 რატომ გვაქვს დღის განმავლობაში ძილის გამძაფრებული სურვილი? - ზაზა თელია