
ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 67 ქვეყანა 🌍
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 219 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
„ყველაზე ძვირი VS ყველაზე იაფი სასტუმრო დუბაიში“ - ამჯერად ამ სათაურით აქვეყნებს იგი მორიგ ვიდეოს.
ძვირად ღირებულ სასტუმრო, რომელსაც იგი გვაჩვენებს მსოფლიოს ერთადერთი 7 ვარსკვლავიანი სასტუმროა. აქ სამეფო ნომრის ღირებულება ერთი ღამით 40 000$ შეადგენს.
გამომწერებს იგი, ასევე უჩვენებს ყველაზე იაფიან სასტუმროს დუბაიში, რომლის ერთი ღამის ფასიც 20$-ია.
სოსო ნებიერიძის მოგზაურობის კადრები ვრცლად ნახეთ აქ 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
🎥 ნოე სულაბერიძე აფრიკაში მოგზაურობს - „რა საოცრებაა ეს ყველაფერი“