Digest Logo

🎥 „არ შეიძლება პაციენტი გეცოდებოდეს, რადგან სავალალო შედეგებამდე მივალთ...არც შესვენების უფლება გაქვს, არც მეორე დუბლის“ - ბლიცინტერვიუ ცნობილ ნეიროქირურგთან

1741344743
ედიშერ მაღალაშვილი

ცნობილი ნეიროქირურგი, ედიშერ მაღალაშვილი გადაცემა „იმუნიტეტის“ ობიექტივში მოხვდა, სადაც მან პროფესიაზე და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრა:

 - თქვენი პროფესიის ყველაზე რთული ნაწილი?!

ედიშერ მაღალაშვილი: სინამდვილეში ძალიან ბევრია. რეგულარულად გაქვს მძიმედ დაავადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რთული პროცესი არის თავად ქირურგიული ოპერაცია, სადაც არც შესვენების უფლება გაქვს, არც მეორე დუბლის უფლება. რომ დაიწყებ სანამ არ დაამთავრებ გამოსვლის უფლება არ გაქვს და შესაძლოა ოპერაცია 12-13-14-15 საათი გაგრძელდეს, რაც არანორმალურ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს.

- როგორ გახსენდებათ თქვენს მიერ გაკეთებული პირველი ოპერაცია?!

ედიშერ მაღალაშვილი: პირველი ოპერაცია ყველაზე კარგად მახსენდება, რადგან ისეთ ინსტიტუციაში ვსწავლობდი, რომ ექიმის მომზადება პირველ ოპერაციამდე ძალიან კარგად ეტაპობრივად ხდებოდა. როცა პირველი ოპერაცია გავაკეთე, იმდენჯერ მქონდა ასისტაცია შესრულებული და ისე კარგად ვიყავი მზად არ გამიჭირდა. ყველაზე კარგად ჩემი მასწავლებლები მახსენდება პირველ ოპერაციაში, რომლებმაც ჩამატარებინეს ეს ოპერაცია.

- ყველაზე რთული და ემოციური შემთხვევა თქვენს კარიერაში?!

ედიშერ მაღალაშვილი: ბევრი არის ასეთი, როგორც წარმატების ემოციასთან დაკავშირებული, ისე წარუმატებლობასთან დაკავშირებული. არიან პაციენტები, რომელთა დაკავშირებითაც ფიქრობ, რომ ვერ გააკეთე ის, რისი გაკეთებაც გინდოდა. ასევე არსებობს ძალიან ბევრი წარმატებული პაციენტი, რომლებიც წლების მერე ბრუნდებიან და გიხსენებენ. არიან პაციენტები, რომელთაც რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ აღიდგინეს ცნობიერება.

არ შეიძლება პაციენტი გეცოდებოდეს, იმიტომ, რომ როგორც კი სენტიმენტებს ჩართავ ცუდ შედეგამდე მიდიხარ. ამიტომ ხისტი, პრაგმატული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. თუმცა ყველა ადამიანს ახასიათებს ემოციური ფონი განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ ხოლმე, რადგან მინდა შედეგამდე მივიდეთ და გამოვიდეს. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მედიცინა არ არის აბსოლუტური შედეგით, არსებობს წარუმატებლობები. ამას ძალიან განვიცდით.

- რა არის ტვინის ყველაზე საოცარი შესაძლებლობა?!

ედიშერ მაღალაშვილი: ძალიან დიდი ნეიროანატომი იყო, რომელმაც ეს ფრაზა თქვა: „მთლიანად თვის ტვინი არის ევოლუციის და კრეაციონიზმის გვირგვინი და კაშკაშა ქვა“. თუმცა ძალიან ბევრი წუნი აქვს. ხშირად ვერ მუშაობს სათანადო დონეზე. მაგრამ ის არის ყველაზე სრულყოფილი რაღაც, რაც კაცობრიობაში შექმნილა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არ დაიწყოთ ახალი საქმეები ახალ პარტნიორებთან...“ - 8 მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „სოფლის პატრონობა ჩვენ დაგვევალა...“ - უბატონო სვანეთი და ცხოვრება უშგულში, ნინუცა ორჯონიკიძის სვანური თავგადასავალი

🎥 „გვახსოვდეს რა ფასად გაიღო სამოთხის კარები ჩვენთვის...მადლიერება ამპარტევნებისგან გიცავს...“ - მამა ბენიამინ ბელქანია