ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქრაშვილი ახალ 2026 წელთან დაკავშირებით მოსახლეობას საინტერესო რჩევებს „TV პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში უზიარებს.
ქოქრაშვილის თქმით, ეს მარტივი, მაგრამ მკაფიოდ სტრუქტურირებული ნაბიჯები საშუალებას მოგვცემს, რომ ბარაქა და პოზიტიური ენერგია 2026 წელს მოვიზიდოთ მაქსიმალურად.
თიკა ქოქაშვილი:
„ახალი წლის ენერგია: 31 დეკემბერს სამყაროში იხსნება ენერგია, დედამიწა აღნიშნავს მას, რის შედეგადაც იმ დღეს ჩაფიქრებული სურვილები უფრო სწრაფად სრულდება. ცეცხლოვანი ცხენი, რომელიც 2026 წლის სიმბოლოა, ხელს უწყობს სურვილების რეალიზებას.
ფერები: ბარაქის მოსაზიდად უმჯობესია საფულე იყოს ცისფერი, ლურჯი ან წითელი ფერის. აუცილებელია, ფული ჩადოთ სხვადასხვა კუპიურის სახით და მნიშვნელოვანია ეს კუპიურები იყოს თავისუფლად, გაშლილ მდგომარეობაში. საფულე დაუშვებელია, ფასდაკლებით იყიდოთ, რადგან სამყარო ამას „ნაკლებად საჭიროებად“ აღიქვამს. და სულ ცოტა გექნებათ ფული.
საფულის ენერგია: სახლში სულ უნდა იყოს ფული, რომელიც ენერგიას ატრიალებს, ხოლო სარკეზე, რომელშიც ყოველდღე იყურებით, შეგიძლიათ დაამაგროთ კუპიურა ეროვნულ ვალუტაში, რაზეც ხელფასს იღებთ და „გაააქტიუროთ“ ფულის ენერგია მაქსიმალურად.
სულიერი და ფიზიკური „გაწმენდა“: ახალ წლამდე, უმჯობესია წინა დღეს, 30 დეკემბერს, მადლიერებით გავუშვათ ზედმეტი ყველაფერი: ადამიანები, წყენა, ცუდი ჩვევები. ასევე, მოაშორეთ დაზიანებული ნივთები სახლიდან და სახლის მთავარი შესასვლელი კარები მარილიანი წყლით გაწმინდეთ“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ მორთო შორენა ბეგაშვილმა ბინა და ნაძვის ხე - მოდელის საახალწლო განწყობა