ხშირად ჩვენ დაავადებებს აღვიქვამთ, როგორც შემთხვევითობას: „გავცივდი“, „გამთვალეს“, „ცუდი ეკოლოგიაა“. მაგრამ ძველი ცოდნა გვეუბნება: არც ერთი დაავადება არ მოდის შემთხვევით. ეს არის სიგნალი, რომ ჩვენი ხასიათი და აზროვნება ბალანსიდან გამოსულია.
როგორც ერეტიკოსი გვირჩევს, არ უნდა ვეძებოთ დაავადება სხეულში იგი ხასიათში უნდა ვეძებოთ.
ასევენვედური მედიცინა ამტკიცებს, რომ სხეული ჩვენი ფსიქიკის პროექციაა. ყველა დაავადება თავიდან იბადება ნატიფ სხეულში (გონებასა და ცნობიერებაში) და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის ფიზიკურ სხეულში.
აი მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ნეგატიური თვისებები ჯანმრთელობაზე:
წყენა გროვდება და „არტყამს“ ნაღვლის ბუშტსა და კუჭქვეშა ჯირკვალს. როცა ვერ ვახერხებთ ვიღაცის სიტყვების ან ქმედებების „მონელებას“, ზიანდება ჩვენი საჭმლის მონელება.
რისხვა და გაღიზიანება ანადგურებს სისხლძარღვებს და გულს. რისხვა არის ენერგიის აფეთქება, რომელიც, გარეთ ვერ გამოსვლის შემთხვევაში, შიგნიდან გვანგრევს - ზრდის წნევას და აზიანებს გულის კუნთს.
სიხარბე და ეგოიზმი იწვევს სახსრების დაავადებებს. სახსრები პასუხისმგებელია სხეულის მოქნილობაზე, ხოლო სიხარბე გვხდის არამოქნილს სამყაროსთან ურთიერთობაში.
დეპრესია და პესიმიზმი აჩენს ონკოლოგიურ პროცესებს. როცა ადამიანი კარგავს ცხოვრების გემოს, მისი სხეული თითქოს თვითგანადგურებას იწყებს.
რა უნდა გავაკეთოთ?
არ უნდა დავთრგუნოთ ემოციები - უნდა შევცვალოთ ხედვა. თუ ვინმეზე გაღიზიანებას გრძნობთ, ეცადეთ მასში მტერი კი არა, მასწავლებელი დაინახოთ, რომელიც გაჩვენებთ იმას, რასაც დიდი ხანია ყურადღება უნდა მიაქციოთ. პატიება, სიკეთე, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი და სამყაროს მიღება - საუკეთესო „წამლებია“.
მხოლოდ ტაბლეტებით შედეგის მკურნალობა, მიზეზის (ხასიათში) გარეშე, უაზრობაა. აღმოფხვერით მიზეზი თქვენს ხასიათსა და ხედვაში და შედეგებიც გაქრება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი საქართველოშია - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი
⭕ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის შვილი იუბილარია - კადრები წვეულებიდან
წყარო: www.facebook.com