მოდელი, ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ხშირად მოგზაურობს და საქართველოში ძალიან ცოტა დროს ატარებს, ამჯერად სამშობლოშია.
შორენა სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებს, რომელიც თბილისში კერძოდ წყნეთში არის გადაღებული.
იგი როგორც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია და კადრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„მიყვარს ეს გოგო“,
„შეუდარებელი ხარ“,
„ანათებ“,
„დახვეწილი და გემოვნებიანი“,
„მუდამ იბრწყინე ბედნიერებისგან“, - წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში დიდი სიახლეა. მოდელს 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რჩეულმა 14 თებერვალს ხელი სთხოვა.
იგი ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული, რომელიც 67 წლის არის. გავრცელებული ინფორმაციით, ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილი 44 წლისაა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 23 წელია.









⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის შვილი იუბილარია - კადრები წვეულებიდან
⭕„ერთად გატარებული დრო არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება 🤍 დედა“ - ლიკა კვარაცხელია