
მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ოცნება აიხდინა - იგი ამერიკის ჰიმნს ლეგენდარულ იანკის სტადიონზე ასრულებს.
„ვმღერი ეროვნულ ჰიმნს LEGENDARY Yankee Stadium-ზე...
ახდენილი ოცნება.
სამუდამოდ მადლობელი ვარ ამ მომენტისთვის“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
ცნობისთვის, მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც 2024 წელს საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ წარდგა და მონაწილეობა მიიღო ამერიკულ შოუში American Idol, სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა.
ნუცას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეებია - იგი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც შეხვდა საყვარელ მამაკაცს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ხელი სთხოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ანუკი არეშიძე იუბილარია - დიზაინერს მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს
⭕„საოცარი ბავშვია, პლასტიკით და არტისტიზმით“ - თეა წულუკიანი შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს