Digest Logo

🎥 ავსტრიაში ძროხამ საკუთარი თავის დასაფხანად ჯაგრისის გამოყენება ისწავლა

1769003405
ავსტრიაში ძროხამ საკუთარი თავის დასაფხანად ჯაგრისის გამოყენება ისწავლა

ავსტრიელმა ძროხამ, სახელად ვერონიკა, საკუთარი თავის ჯაგრისით ფხანა ისწავლა და ძროხებისთვის ამ უჩვეულო უნარით მეცნიერები გააოცა.

The Guardian-ის ცნობით, ვერონიკას პატრონმა, ფერმერმა და მეპურემ ვიტგარ ვიგელემ შეამჩნია, რომ ძროხა ზოგჯერ ჯაგრისებით ერთობა და მათი დახმარებით სხეულს იქავებს. კაცის თქმით, ძროხამ ტოტებით თამაში მრავალი წლის წინ დაიწყო, მოგვიანებით კი ჯაგრისების გამოყენებაც ისწავლა.

ვიგელეს თქმით, ძროხა ოჯახის წევრების ხმებსაც ცნობს და მათკენ გარბის, როდესაც ეძახიან. „ბუნებრივია, მისი არაჩვეულებრივი ინტელექტით განცვიფრებული დავრჩი“, - აღნიშნა ფერმერმა.

მალე ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ იფხანს ძროხა თავს ჯაგრისით, ვენელ ბიოლოგებთან მოხვდა, რომლებიც ცხოველთა ინტელექტის შესწავლით არიან დაკავებულები. მათ შეამოწმეს ვერონიკას უნარები და დაამტკიცეს, რომ ის ჯოხებსა და ჯაგრისებს გააზრებულად იყენებს.

მეცნიერებისთვის კარგადაა ცნობილი შიმპანზეების, ყორნების, დელფინებისა და რვაფეხების მიერ სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენების ფაქტები. თუმცა ძროხის მიერ ინსტრუმენტის გამოყენების ფაქტი პირველად დააფიქსირეს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძლება იმაზე ჭკვიანი იყოს, ვიდრე აქამდე ეგონათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემო საამაყო შვილო, შენ ხარ მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი...“ - ილია თოფურია იუბილარია

⭕„ადამიანს ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ წარმავალია და ჭეშმარიტების გააზრებას ვერ ასწრებს“ - რას წერს გია მურღულია

⭕„ეს არის შეფასების, დაგეგმვისა და მოთმინების დღე“ - 21 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი