პატარა რომ ხარ ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ? ფრთებზე, გაფრენაზე, გაინტერესებს როგორია ზემოდან ეს ქვეყანა. ალბათ წარმოდგენაც არ გაქვს მაგ დროს დედამიწის მასშტაბურობაზე.
უბრალოდ, ყოველი თვითმფრინავის ან ვერტმფრენის გადაფრენისას დაბლიდან ხელს უქნევ, გგონია დაგინახავენ... იღიმი და ფიქრობ, რა იქნება შენც იყო იმ მფრინავ ობიექტში, რა იქნება შენც მართავდე ამ გიგანტურ რკინის ჩიტს? ამ ბავშვური აღტაცებით ივსები, ფრენის წყურვილს ვერ თოკავ და კითხვაზე - ვინ უნდა გამოხვიდე - ამაყად პასუხობ - მფრინავი!
ეს პასუხი, ალბათ, დედისთვის ყველზე რთული მოსასმენია, რადგან დედამ იცის ამ პროფესიის ავკარგიანობა. დედამ იცის, რომ ერთ დღეს სხვის დასახმარებლად გასული შვილი შესაძლოა სახლში აღარ დაუბრუნდეს, დედამ იცის რომ ეს პროფესია საშიშია.
მაგრამ შენივე ოცნებით შეპყრობილი ყველას წინააღმდეგ მიდიხარ და კვლავ ხმამაღლა პასუხობ - მფრინავი უნდა გამოვიდე.
„დაიჯესტი“ ამ ურთულესი პროფესიის წარმომადგენლის, გუდაურის ტრაგედიას შეწირული პილოტის - ზაზა ლორიას შესახებ გიამბობთ.
ხანძრის ჩაქრობა, კატაკლიზმების დროს დაშავებულების გადმოყვანა, ჰუმანიტარული დახმარების ადგილზე მიტანა - ეს მისი სამუშაოა. ამ რთულ სამუშაოს კი ბუნებრივი პირობები უფრო მეტად ართულებს - ვიწრო ხეობა, ქარი, წინაღობა - ეს ამ სამსახურის დაძლევადი „უძლეველი“ ფენომენებია.
ზაზა ამ „უძლეველი“ ძალის პირისპირ 35 წელი იბრძოდა. ყველა მძიმე სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა.
„შიში არ გაქვს როდესაც დავალებაზე მიდიხარ, რომ ბრუნდები მაშინ უფრო გაქვს ეგ მომენტი. მფრინაობა ბავშვობის ოცნება იყო. მამასაც უნდოდა მფრინავი გამოვსულიყავი...
ყოველთვის გინდა ჰაერში იყო და იფრინო, ძალიან საამაყო პროფესიაა.
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა დიდ სტიმულს მაძლევდა“, - ამბობდა გადაცემა „უცნობ გმირებში“ ზაზა ლორია.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ატარებს წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში - ახალი კადრები
🔵„ასე იგეგმებოდა“ - რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?