Digest Logo

ბეთჰოვენის გარდაცვალების საიდუმლო დაადგინეს - მეცნიერებმა იგი კომპოზიტორის თმის ღერების საშუალებით ამოხსნეს

1679581894
ბეთჰოვენი კომპოზიტორი

ცნობილი კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დნმ-ში დამალული საიდუმლოებები ამოხსნეს, რომელიც მისი თმის 5 ცალ ნიმუშში აღმოაჩინეს - კომპოზიტორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

🔵 „მეც ვიყავი ბავშვი, მეც ვიყავი მათი ტოლი და მეც მქონდა ოცნებები“ - ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა

ცნობილი კომპოზიტორის გარდაცვალების შესახებ მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ცხარე დებატები.

🔵 ნორვეგიის მთავრობის თანამშრომლებს Tik-Tok და Telegram აპლიკაციის გამოყენება აეკრძალათ 

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, პირველი კვლევა თმის 8 ნიმუშით დაიწყეს, ევროპისა და აშშ-ის კოლექციებიდან.

თუმცა, ერთი მათგანი ზედმეტად დაზიანებული იყო ანალიზისთვის.

აღმოჩნდა, რომ კიდევ ორი ბეთჰოვენს არ ეკუთვნოდა.

ამრიგად, მკვლევართა გუნდმა განაგრძო მუშაობა 5 ნიმუშით და მოახერხა კომპოზიტორის გენომის თანმიმდევრობის დალაგება.

თმის ძაფებიდან მიღებული დნმ-ის ანალიზმა გამოავლინა ახალი მონაცემები 1770 წელს გერმანიაში დაბადებული ცნობილი კომპოზიტორის გარდაცვალების შესახებ.

მონაცემებმა აჩვენა, რომ ბეთჰოვენი გენეტიკურად იყო მიდრეკილი ღვიძლის დაავადებისადმი და გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დაავადდა B ჰეპატიტით.

იოჰანეს კრაუზემ, გერმანიის მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტიდან, განაცხადა, რომ შეუძლებელია ბეთჰოვენის სიკვდილის ზუსტი მიზეზის თქმა...

„თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არსებობს სერიოზული მემკვიდრეობითი რისკები და რომ ის არის B ჰეპატიტი“.

CNN International-ის ახალი ამბების თანახმად, დადგინდა, რომ კვლევაში გამოყენებული თმის ნიმუში, რომელიც ვარაუდობდა, რომ ბეთჰოვენი ადრე ტყვიით მოწამლული იყო, ეკუთვნოდა ვიღაც ქალს და არა ცნობილ კომპოზიტორს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘Mercedes-Benz G-Class-იდან მეტრომდე - ბექაური ლაქშერული ცხოვრების მიუხედავად მეტროთი მგზავრობს

🔵„ამ სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევა“ - რას წერს ქეთევან დუმბაძე

🎥 „ისე მიყვარდა, რომ ყველაფერს ვიტანდი“ - მარინა კარპი და გიგი დედალამაზიშვილი ერთმანეთის შესახებ

წყარო: www.cnnturk.com