
ნორვეგიის მთავრობის თანამშრომლებს TikTok და Telegram აპლიკაციის გადმოწერა აეკრძალათ - ინფორმაციას cnn turk-ი ავრცელებს.
როგორც თურქული გამოცემა წერს, ნორვეგიის იუსტიციის სამინისტრომ დაავალა მთავრობის წარმომადგენლებს, არ დააინსტალირონ TikTok და Telegram აპლიკაციები სამუშაო მოწყობილობებზე მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სააგენტომ ეს აპლიკაციები რისკის შემცველად აღიარა.
ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ ანალოგიურად აკრძალა TikTok-ი, როგორც ჩინეთის საკუთრებაში არსებული ვიდეოს გაზიარების სერვისის ინსტალაცია, მაგრამ ნორვეგია იყო პირველი, ვინც Telegram-ზე შეზღუდვები გამოაცხადა.
გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ 21 მარტს გამოაცხადა, ეფუძნება ოსლოს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSM) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
სამინისტროს განცხადებაში „ტელეგრამი“-ს აპლიკაცია ეჭვმიტანილია მისი „რუსული წარმომავლობის“ გამო.
ასევე დაგაინტერესებთ: