
მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.
ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის საავტორო ალბომი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სიმღერისგან შედგება.
მომღერლის ცხოვრებაში სიახლეებია, იგი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც კიდევ ერთი ალბომის ჩაწერაზე მუშაობს.
ამჯერად ბუზალაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს, სადაც წერს, რომ მისი ახალი სიმღერა All My Life უკვე გამოვიდა, ამასთან ბუზალაძე გამომწერებს გამოუტყდა, რომ შეყვარებულია.
„All My Life is OUT! All My Life გამოვიდა!
ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. გულით დაწერილი სიყვარულზე და იმ გრძნობებზე, რაც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია.
ვიპოვე სიყვარული, რომელიც მეგონა, მხოლოდ სიზმარში არსებობდა… და გულით მინდა, მსგავსმა სიყვარულმა თქვენც მოგაგნოთ და ბედნიერებისგან ყოველდღე ანათებდეთ!
მოუსმინეთ, იგრძენით და რაც მთავარია იცეკვეთ, ახლა ეს სიმღერა უკვე თქვენია.
მადლობა მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.
მიუხედავად ფართო აუდიტორიის წინაშე ასეთი დიდი აღიარებისა, მომღერალმა რჩეულის ვინაობა ჯერჯერობით არ გაამხილა და სიურპრიზად დატოვა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მეგობრების „დუო“ სკანდალური განცხადებების შემდეგ დაბრუნდა - რა კადრებს აქვეყნებს მარიამ შენგელია?
🎥 გაიცანით საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული სომეხი ბიჭი - „ჩემთვის საქართველო მეორე სამშობლოა“