
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მართლმადიდებლური გვერდი სახელწოდებით „წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი“ ავრცელებს ინფორმაციას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წმინდა ანდროსის კუნძულზე, ამავე სახელწოდების ეკლესიაში მდებარეობს:
„9.03.25 კუნძული ანდროსი
იმ უამრავ სიწმინდეს შორის, რომელიც ანდროსის მონასტრებში მოვილოცეთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უიშვიათესი ფრესკა იყო. ფრესკაზე ღვთისმშობლის გამოსახულებამ ბოლო 20 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იტირა. გარდა ამ სასწაულისა, ფრესკასთან კიდევ ერთი სასწაული აღესრულება: ისევე როგორც კეფალონიაზე, 15 აგვისტოს, ამ ფრესკასთანაც დიდი ხნის მოჭრილი და გამხმარი ღეროები წყლის და მიწის გარეშე ყვავილდებიან. თუმცა მონასტერში მისულებს კიდევ ერთი სასწაული დაგვხვდა, ყველას და გასაოცრად (პირველად ამ ფრესკის ისტორიაში) მართლმადიდებლობის ზეიმზეც გაცოცხლდა და მწვანედ ხასხასებდა გამხმარი ტოტების ერთი რტო“, - წერს მართლმადიდებლური გვერდი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: