Digest Logo

🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური

1743074865
ლაშა ბექაური

ქართველი ძიუდოისტის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის შესახებ წიგნი დაიწერა. წიგნის ავტორი მამუკა კვარაცხელია და თავად გმირი ლაშა ბექაური გადაცემაში „იმედის დღე“ სტუმრები იყვნენ.

როგორც წიგნის ავტორი ამბობს, მასში შესულია ბექაურის შესახებ უცნობი ამბები.

როგორც ლაშა ბექაურმა განაცხადა, წიგნში ახალგაზრდები იმ წარმატების ფორმულას ნახავენ, რითაც მან ძიუდოს მწვერვალებს მიაღწია.

ამასთან, სპორტსმენმა გადაცემაში ერთ-ერთი ბრძოლის წინა საათები გაიხსენა.

„ჩემს მწვრთნელებს ვუთხარი გასვლამდე ცოტა ხანს დავიძინებ მეთქი, ძილ-ბურანში ვიყავი იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან მართლა, გვერდით დამიჯდა, ხელი დამადო ფეხზე.

მაგ დროს გამომეღვიძა, იმხელა მოტივაცია მომცა და ისეთი დიდი რაღაც ვიგრძენი, რომ გამეღვიძა იმ მომენტში და რაღაცნაირად მთელი დღე კარგად წავიდა... ისეთი რწმენა მომეცა, ვიცოდი ყველაფერს შევძლებდი, თუნდაც იმ დიდი ტრავმის გამო...

უფლის გარეშე არაფერი არ ხდება, მთავარია შენ იგრძნო, შემოუშვა შენში და გჯეროდეს. ყველას უნდა ჰქონდეს იმედი და რწმენა და ყველაფერი გამოვა“, – ამბობს ლაშა ბექაური.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვულოცავთ 2 წლის დაბადების დღეს ჩვენს ყველაზე ტკბილ პატარას“- კადრები დადუ ივანიშვილის იუბილედან

🎥 „ეს ის პროფესიაა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი

🎥 რა ფერის კარი გაქვთ სახლის შემოსასვლელში? - ნახეთ, რას ამბობს კარის ფერი თქვენს პიროვნებაზე