Digest Logo

🎥 „ეს ის პროფესიაა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი

1743057088
25 წლის მასწავლებელი თათია ბუიღლიშვილი

„ბავშვობიდან ვიცოდი რა პროფესია ამერჩია. მინდოდა ვყოფილიყავი მასწავლებელი, ეს არის ის სფერო სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - ამის შესახებ 25 წლის მასწავლებელი თათია ბუიღლიშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბრობს.

მისი თქმით, მესამე წელია მასწავლებელია და ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან ავსებს.

„როცა სკოლაში ფეხს შემოვდგამ ჩემი ყველა პრობლემა კარს მიღმა რჩება და აქ ვიწყებ ახალ ცხოვრებას. მესამე წელია, რაც მასწავლებელი ვარ და ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. ვცდილობ მაქსიმალურად მეგობრული ურთიერთობა მქონდეს ბავშვებთან.

ჩემი მთავარი მიზანი, როგორც მასწავლებლის არის, ის რომ ისინი იყვნენ კარგი ადამიანები “, - ამბობს თათია ბუიღლიშვილი. 

იგი ასევე საკუთარი სურვილით, თავისუფალ დროს მოსწავლეებს ქართულ ცეკვასაც ასწავლის.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ფერის კარი გაქვთ სახლის შემოსასვლელში? - ნახეთ, რას ამბობს კარის ფერი თქვენს პიროვნებაზე

⭕ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიაზე: ჩვენ ვიხილეთ ომის ნაწილთან დაკავშირებული გამოკითხვები და ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა

🎥 ზოდიაქოს რომელმა ნიშანმა უნდა აირიდოს კონფლიქტები და შეინარჩუნოს სიმშვიდე? - 27 მარტის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან