
ქართველი რეპერის ბერა ივანიშვილისა და მოდელ ნანუკა გუდავაძის უმცროსი ვაჟი დადუ 2 წლის გახდა.
დაბადების დღის ამსახველ მხიარულ კადრებს ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ვულოცავთ 2 წლის დაბადების დღეს ჩვენს ყველაზე ტკბილ პატარას“, - წერს ნანუკა გუდავაძე.
დაბადების დღის აღსანიშნავად მოწყობილი წვეულების თემა მხიარული ფერმა იყო, ტორტი კი - მანქანის ფორმის.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.
ნახეთ კადრები დადუ ივანიშვილის იუბილედან
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს ის პროფესიაა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი
🎥 რა ფერის კარი გაქვთ სახლის შემოსასვლელში? - ნახეთ, რას ამბობს კარის ფერი თქვენს პიროვნებაზე