კოსმოსის კვლევისას ასტრონომებმა აღმოაჩინეს რეგიონი, რომელსაც „ბუტის სიცარიელე" (Boötes Void) ეწოდება. ეს არის სამყაროს უზარმაზარი ნაწილი, რომლის დიამეტრი 330 მილიონი სინათლის წელია და იქ თითქმის არანაირი გალაქტიკა არ არსებობს.
„სამყაროს სტანდარტული სტრუქტურის მიხედვით, ამ ზომის სივრცეში მინიმუმ 10 000 გალაქტიკა უნდა იყოს, თუმცა მეცნიერებმა იქ მხოლოდ რამდენიმე ათეული აღმოაჩინეს.
ამ მოვლენამ წარმოშვა თეორია, რომ ეს სიცარიელე არ არის ბუნებრივი — ის შესაძლოა იყოს მაღალგანვითარებული ცივილიზაციების გაფართოების შედეგი, რომლებიც ვარსკვლავურ სისტემებს ენერგიის მისაღებად შთანთქავენ.
ამ ადგილს ხშირად უწოდებენ კოსმოსის ყველაზე საშინელ წერტილს, რადგან იქ ყოფნისას დამკვირვებელი ვერცერთ ვარსკვლავს ვერ დაინახავდა
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ ყველაზე ალერსიანი და ნაზი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - „ყოველთვის მიართმევენ ყავას საწოლში“
⭕ „ხშირად მაშინაც ვჭამთ, როცა სხეული ამას საერთოდ არ ითხოვს“ - არუნ ხათრი