Digest Logo

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა

1775404560
ბზობა ბზობა

ბზობა ერთ-ერთი უდიდესი მოძრავი საუფლო დღესასწაულია და მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში. 

ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა.

ბზობა აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ეს დღესასწაული დადგინდა მას შემდეგ, რაც იესომ მხოლოდ სიტყვით აღადგინა ოთხი დღის მკვდარი თავისი საყვარელი მეგობარი ლაზარე. ამ ფაქტით ებრაელთა უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთია. მაშასადამე, რომ არ ყოფილიყო ლაზარეს აღდგინება, არავინ შეხვდებოდა დიდებით ქრისტეს იერუსალიმში, ახლა კი სახედრის კვიცზე ამხედრებულ იესოს ხალხი შეხვდა როგორც მეფეს: ფეხქვეშ უშლიდნენ ხალიჩებს, თავიანთ გარესამოსელს, პალმის ტოტებს, ყვავილებს და სულიწმიდის მადლით უგალობდნენ როგორც ღმერთს: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შესვლა იყო, შესვლა ზეიმით ოქროს კარიბჭიდან (იერუსალიმის დამცველ გალავანს რამდენიმე კარიბჭე ჰქონდა დატანებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ოქროს კარიბჭე იყო. იგი დღესაც არსებობს. დღეს იგი ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება) და იყო ეს ერთადერთი შემთხვევა, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა.

ამაზე წმინდა მამები ასეთ განმარტებას იძლევიან: ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც დღეს „ოსანას“ გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას. ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე 70 წ. იერუსალიმს, რომ მისგან „გოდების კედელიღა“ დარჩებოდა მთელი და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელს დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

ბზობის დროს, ქრისტე გაუხედნავ კვიცზე (ჩოჩორზე) იჯდა და უკან დედა სახედარი მისდევდა. ეს სიმბოლურია — წმიდა მამათა აზრით, ქრისტეს პირველად „გაუხედნავი“, წარმართი ხალხი 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა...“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე

⭕„სანამ აღდგომას ვიზეიმებთ, უნდა გავიგოთ, სად იბადება სინათლე...“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება

წყარო: www.nplg.gov.ge