Digest Logo

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილები ხელის მტევანზე

1769454558
ჩხირებით ჭამა

ჩვენი წინაპრები საკვებს ხელით მიირთმევდნენ. მოგვიანებით, ევროპაში დანა-ჩანგალი, კოვზი და სუფრის სხვა მოწყობილობები გაჩნდა, თუმცა ზოგან საკუთარი, ყველასგან განსხვავებული სუფრის მოწყობილობები გამოიგონეს. მაგალითად, ჩინეთში, იაპონიაში, ვიეტნამში, კორეასა და ნეპალში ხის ჩხირები ნებისმიერი სუფრის შემადგენელი ნაწილია. ერთად გავარკვიოთ რატომ არჩიეს აზიელებმა დანა-ჩანგალს ჩხირები. 

როგორც ირკვევა, პირველი ჩხირები ძველ ჩინეთში გაჩნდა, სადაც საკვების თერმულად დასამუშავებლად საწვავი არასოდეს ჰყოფნიდათ. კლიმატის თავისებურებების გამო, უმი საკვების ჭამა საშიში იყო, ამიტომ მოსახლეობამ თავისი სამზარეულო არსებულ პირობებს მოარგო - სწრაფად რომ შემწვარიყო ან მოხარშულიყო, ინგრედიენტებს წვრილად ჭრიდნენ და მაშინვე გრძელი ჩხირებით ტაფაზე ან მდუღარე წყალში ათავსებდნენ.

ჩხირები საშუალებას იძლეოდა, რომ კერძი სწრაფად ამოეღოთ ან გადაებრუნებინათ. მოგვიანებით, ჩხირების გამოყენება არა მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად, არამედ ჭამის მიზნითაც დაიწყეს.

ჩინელ ფილოსოფოსს, კონფუცის დანა და ჩანგალი, თურმე, ომის, აგრესიისა და სიხარბის სიმბოლოდ მიაჩნდა და დარწმუნებული იყო, რომ მათი ადგილი ჩინელი ხალხისთვის წმინდა საკვებთან არ იყო. კონფუცი ამბობდა, რომ პატარა ნაჭრებად დაჭრილი საკვები მშვიდად უნდა მიირთვათ და ყოველი ლუკმით დატკბეთ. ამისთვის კი დანა-ჩანგალზე მისაღები და მოსახერხებელი ხის ჩხირებია.

ხის ჩხირები პირველად ჩინელი დიდგვაროვნების სუფრებზე გამოჩნდა. უბრალო ხალხმა მათი ფართოდ გამოყენება მხოლოდ ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში დაიწყო. ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებში ჩხირები სხვადასხვა მასალისგან მზადდებოდა - ხის, ფაიფურის, ლითონისა და ძვლისგან, თუმცა, დიდგვაროვნები მხოლოდ ვერცხლის ჩხირებით ჭამდნენ. მიიჩნეოდა, რომ ისინი მოწამვლისგან იცავდნენ, რადგან ვერცხლი შხამებთან შეხებისას შავდებოდა.

თანამედროვე ჩინეთში ბევრი სუფრასთან ჩვეულებრივ დანა-ჩანგალს იყენებს, თუმცა, დიდ ოჯახურ დღესასწაულებზე, ჩინელებს სუფრაზე ყოველთვის ჩხირები გამოაქვთ.

ჩინელი ექიმების თქმით, ჩხირებით ჭამის დროს ადამიანი ხელის მტევნის, დაახლოებით, 40 სასიცოცხლო წერტილს იმასაჟებს.

იაპონელი ექიმები კი დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვები, რომლებიც ჭამას ჩხირებით იწყებენ, უფრო სწრაფად ვითარდებიან, ვიდრე ისინი, რომლებიც კოვზით ჭამენ.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რატომ ვერ ავსებს შინაგან სიცარიელეს ვერაფერი გარედან? „მშიერი მოჩვენების“ სინდრომი...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან

⭕„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?  

წყარო: funtime.ge