
CNN-ის 50 საუკეთესო პურის სახეობას შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა.
მანამდე, 2019 წელს ხაჭაპური „იუნესკოს“ არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაში შეიტანეს.
„იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური საქართველოს საუკეთესო კერძია.
ბრტყელი ფორმის პური ცხვება საფუვრიანი ცომით, რომელსაც ნავის ფორმას აძლევენ. მასში ათავსებენ უხვად ყველსა და კვერცხს. წაგრძელებული ფორმა მაქსიმალურად ზრდის კონტრასტს ტექსტურაში, ნაზი შიგთავსიდან მკვეთრ, ყავისფერ წვეროებამდე“,- წერს გამოცემა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მე და ჩემი პატარა კაცი ხარება“ - ლევან გორგაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ