იუმორისტი, მსახიობი ნიკა ქავთარაძე შვილს, სანდრო ქავთარაძეს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს.
„დრო რომ საოცრად გარბის, ისედაც ვიცით. ერთი და მთავარი ისაა, რა ხდება ამ სირბილში.
20 წლის წინ, სანდრო დაიბადა!
პირველივე თვეებიდან ვხვდებოდით, რომ განსაკუთრებული ბიჭი იქნებოდა.
არ შევმცდარვართ.
სანდრო, მამა, გილოცავ!
შენ სურვილებს, მიზნებს და გეგმებს გაუმარჯოს!
ყველაფერი გამოგივა საუკეთესოდ
მიყვარხარ სულ უფრო და ამაყი ვარ, რომ ყველა ასაკში ბევრად მაგარი იყავი, ვიდრე შენი მამა
ასე გააგრძელებ ვიცი!
სანდრო ქავთარაძეს გაუმარჯოს!“,- წერს ნიკა ქავთარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებების შემდეგ
🎥 ილია თოფურია მალე მამა გახდება - კადრები სქესის გაგების ცერემონიალიდან