Digest Logo

„დაიწყო მკლავით მკერდზე შეხება. ჩვენს შორის ჩანთა ჩავდე, მერე წინ წამოსწია და უკვე საჯდომზეც შემეხო“ - სექსუალური შევიწროების მსხვერპლის ამბავი

1648037038
ქალი

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი - „დამიცავი პატარა ვარ“ შექმნილია სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნულ პროექტს, ორგანიზაცია „საფარი“ ახორციელებს. 
 
გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ძალადობის მსხვერპლების ისტორიები. ამჯერად ისტორიას უცნობი ქალი ჰყვება, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში 15 წლის ასაკში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა.

„ერთ-ერთმა პოსტმა ჩემი სიტუაცია გამახსენა...

სადღაც 15-ის ვიქნებოდი. ბებოსთან ერთად ავედი სამარშრუტო ტაქსიში და მომიწია გადასვლა სულ უკან სკამზე.

მოკლედ, ჩემს გვერდით დაკავდა სკამები, ერთი იყო მხოლოდღა ცარიელი.

ამოვიდა ერთი გულის ამრევი მოხუცი, რომელზედაც ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამე მსგავსის გამკეთებელი იყო.

დაიწყო მკლავით მკერდზე შეხება. მეგონა, შემთხვევით შემეხო. მერე განაგრძო და მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო კარგად. ჩვენს შორის ჩანთა ჩავდე, მერე წინ წამოსწია და უკვე საჯდომზეც შემეხო...

როგორც იქნა, ჩასვლის დრო მოვიდა და რომ ავდექი, მაშინაც კი, მანამ წინ გადავედი, ხელები არ მომაცილა...

ეს იმხელა ტრავმად მექცა, ახლა, სულ რომ ვკვდებოდე ბიჭის ან კაცის (უცნობის) გვერდით არ დავჯდები და თუ ჩემ გვერდით მჯდომი უთმობს მოხუცს ადგილს, მის ნაცვლად მე ვსვამ, რომ გვერდით არ მომიჯდეს...

მოკლედ, ეს ყველაფერი საშინელებაა და გაუპატიურების მცდელობებზე ვერც კი ვფიქრობ, ვერ ვიაზრებ, რის გადატანა გიწევთ...

დღეს მეტიც არ მინდა, ვინმემ რამე გაბედოს - სახეს ავახევ.

გოგონებო, მეტი გამბედაობა! სწორად ჩვენ უნდა შევამციროთ მსგავსი გარეწრული ქმედებები, ჩვენმა შვილებმა იმავე რომ არ განიცადონ“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დიახ, კანდელაკთან სექსი მქონდა... მაგარი ქალია, მოვიკითხავ“ - უკრაინელი ფეხბურთელის საჯარო აღიარება

🔵„დატოვა კარიერა რუსეთში, აქტიურად პოსტავს უკრაინის ამბებზე და მოხალისედაც მუშაობს! ამ ამბების შემდეგ ორმაგად შემიყვარდა!“ - ვისზე წერს გურამ შეროზია

🔵Google-ს რუსეთიდან თანამშრომლები ეტაპობრივად გაჰყავს