Digest Logo

„დატოვა კარიერა რუსეთში, აქტიურად პოსტავს უკრაინის ამბებზე და მოხალისედაც მუშაობს! ამ ამბების შემდეგ ორმაგად შემიყვარდა!“ - ვისზე წერს გურამ შეროზია

1648023881
ბლოგერი გურამ შეროზია

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში უკრაინელ მომღერალზე სვეტლანა ლობოდაზე საჯაროდ წერს და ამბობს, რომ მან რუსეთში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ქართველი ბლოგერი კი მას გადაწყვეტილებას უწონებს და აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდეგ სვეტლანა ლობოდა კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა.

„ეს გოგო არის სვეტლანა ლობოდა, რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უკრაინელი მომღერალი!

ალასთან დამეგობრებული და უზარმაზარი სტადიონების გადამვსები. დატოვა კარიერა რუსეთში, აქტიურად პოსტავს უკრაინის ამბებზე და მოხალისედაც მუშაობს!

რუსეთმა ყველანაირი კონტრაქტი გაუწყვიტა შესაბამისად და არც სჭირდება, მთავარი ღირსებაა.

ჩემმა მეგობრებმა იციან, დიდი ხანია თვალს ვადევნებ და ამ ამბების შემდეგ ორმაგად შემიყვარდა!

რა მაგარი ერია, დიდიან - პატარიანად, მომღერლიან - პოლიტიკოსიანად, აი ყველა, ყველა (ანი ლორაკის, ანა სედაკოვას და ეგეთების გარდა, ნუ ყველას ჰყავს თავისი კანდელაკი და სოსო)“, - წერს გურამ შეროზია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵Google-ს რუსეთიდან თანამშრომლები ეტაპობრივად გაჰყავს

🔵„იყო სახალხო არტისტი და ახლა ვინაა? არავინ!“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ვოლოდიმირ ზელენსკიზე

🔵„დაჯდა და თვალცრემლიანი დიდხანს უყურებდა. თითქოს გივიმ გაიყოლა ლეილას ნახევარი გული, უფრო არსებობდა მის მერე, ვიდრე ცხოვრობდა“ - ანო მაისურაძე