Digest Logo

„დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში...“ - რას ამბობდა ფეხით მოსიარულე ბერი, მამა გიორგი ბასილაძე?

1734723836
მამა გიორგი ბასილაძე

მამა გიორგი ბასილაძეს ბევრი როგორც ფეხით მოსიარულე ბერი ისე იცნობს და მასზე ლეგენდები დადიოდა. ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით.

„სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვას“, - ამბობდა იგი.

მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას. იგი ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ.

იგი 2013 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ჭოგნარის მონასტერში.

„დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში. ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახვებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!“, - ამბობდა იგი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ითესება სიძულვილი მასმედიის მიერ, მოწინააღმდეგე აზრისადმი...მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ ღმერთმა თავისი ტანჯვა-წამების ფასად გაგვიღო სამოთხის კარი“ - მამა ბენიამინ ბელქანია

⭕„ყველაფერი საუკეთესო მინდა გქონდეთ...“ - ეკუნა ყანჩაველი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 რიტუალი რომელიც ახალი წლის ღამეს მანდარინით უნდა შევასრულოთ - თაკო მელიქიშვილის რჩევა

წყარო: kvirispalitra.ge