
დღეს თუ „კარმის“ შესახებ იკითხავთ, უმეტესობა თამამად გაგცემთ პასუხს, რომ ყველა ადამიანს თავისი კარმა აქვს და მთელი ცხოვრება მის მიხედვით უნდა გაიაროს. რა არის საგვარეულო კვანძების კარმა? საიდან მოდის და როგორ მუშაობს ის?
„საგვარეულო კარმის“ შესახებ „ქალების პოდკასტში“ სტუმრები სოფიკო ფიცხელაური, თამარ ფცქიალაძე საუბრობენ.
„კარმა სიტყვა-სიტყვით არის მიზეზ-შედეგობრიობა. საგვარეულო კარმაც, დატვირთულია მიზეზ-შედეგობრიობაზე სადაც არის საგვარეულოს ველი, ამ ველში კი შესაძლოა, როგორ პოზიტიური, ასევე ნეგატიური კარმული პროგრამა იყოს ჩაწერილი. ეს პროგრამა გადაეცემა თაობიდან თაობას და მოქმედებს ოჯახის თითოეულ წევრზე, რაც 7 თაობას გადაეცემა“, - ამბობს სოფიკო ფიცხელაური.
თამარ ფცქიალაძის თქმით, სამყაროში ყველაფერი არის ენერგია.
„იქნება ეს სიყვარული თუ შიშის ენერგია, ეს იწერება კვანტურ ველში. თუ ადამიანმა ცუდი საქციელი ჩაიდინა და არ გააცნობიერა, ეს რჩება ენერგოველში. სამყარო კი მიისწრაფვის დაბალანსებისკენ, ამიტომ რა ცუდი პროგრამაც მოხდა წარსულში ეს უნდა დაბალანსდეს, რადგან იგივე გამოწვევა რაც ბაბუას ჰქონდა, მეორდება თაობებში. სინამდვილეში კი, სამყარო ჩვენით ცდილობს ამ კარმული კვანძის გასწორებას, სამყარო ან ღმერთი არავის არ სჯის, არამედ ცდილობს ბალანსის აღდგენას. თუ ნეგატიური კარმის მქონე ოჯხში დავიბადე, ანუ მე თანახმა ვარ ამ კარმის გასწორებაზე ვიზრუნო მადლიერებით და სიყვარულით, მაგრამ ეს თუ არავინ არ გაასწორა, თვითონ სამყარო ასწორებს და შეიძლება გვარიც გაქრეს. ხშირად საგვარეულოს გამწმენდი არის ქალური ენერგია, ბევრი გოგოს დაბადება ნიშნავს საგვარეულოს გაწმენდვას. სისტემაში არ არის, რომ ბიჭია მთავარი, იქ არის თანაბრობის პრინციპი“,- განმარტავს თამარ ფცქიალაძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან ჭკვიანი და ლამაზი“ - თამო ვაშალომიძე იტალიის ქუჩებში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს