Digest Logo

🎥 „გოგონებს უფრო მეტად სჭირდებათ შექება და წახალისება, ვიდრე ბიჭებს“ - რატომ აქვთ საჯაროდ საუბრის შიში მოსწავლეებს?!

1747118983
თამარ ადამია

რატომ უჭირთ მოზარდებს გაკვეთილის მოყოლა ან პრეზენტაციის წარდგენა კლასის წინაშე?  

როგორ უნდა გადალოხოს აუდიტორიის წინაშე საუბრით გამოწვეული შფოთვა მოსწავლემ? - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგი თამარ ადამია საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

„ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლე მომზადებული აქვს გაკვეთილი, თუმცა საჯაროდ კლასის წინაშე უჭირთ თავიანთი ცოდნის გადმოცემა.

ამაზე მოქმედებს უამრავი ფაქტორი, ეს შეიძლება იყოს სიმორცხვე, დაბალი თვითშეფასება. ადამიანი როცა იბადება, მას აქვს მცირედი ფორმით მრავალმხრივი ინტელექტი, ერთ-ერთი ასეთი კი გახლავთ შიდა პიროვნული ინტელექტი, როცა ადამიანები არიან თავის თავთან ხშირად ფიქრობენ და არიან ემოციურები, უყვართ ფიქრი აღიზიანებთ ხმაური და ჯგუფი. 

არის მეორე ინტელექტი, პიროვნებათა შორის ინტელექტი, რომლის დროსაც ადამიანს სურს ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ადვილად შეუძლია დაიპყროს ფართო მასები. 

ამ ყველაფერზე მოქმედებს ოჯახის წევრების გავლენაც, როცა ბავშვი პიროვნულად ყალიბდება უნდა მიეცეს თავისუფლება იმისა, რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

პრეზენტაციის წარდგენის დროს ხმის ტონს და ჟესტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. გოგონებს უფრო მეტად სჭირდებათ შექება და წახალისება, ვიდრე ბიჭებს.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „განსაკუთრებით გიმართლებთ, ქარი თქვენი მიმართულებით ქრის“ - 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

🎥 „თეთრი ჩემი საყვარელი ფერია და ზღვას მაგონებს“ - თიკა ფაცაცია ლისაბონში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕„ჩვენი გოგო გაქრისტიანდა! ჭეშმარიტად ევლოს სიკეთის, სიყვარულის და სინათლით სავსე გზებზე!“ - ნატო გელაშვილის შვილიშვილი გაქრისტიანდა