Digest Logo

🎥 რას ნიშნავს საგვარეულო კარმა, როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე? - „შემთხვევით არ ხდება არაფერი შენს ცხოვრებაში, სადაც ცხოვრობ, სადაც დაიბადე, რას ხედავ ცხოვრებაში ფანჯრიდანაც კი“ - ასტროფსიქოლოგი ნიკოლოზ ნავინის საინტერესო ლექცია

1744795530
ნიკოლოზ ნავიონი

რას ნიშნავს საგვარეულო კარმა, როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე და შესაძლებელია თუ არა მისი ტრანსფორმაცია?

„იუთუბის“ არხზე, პროექტ „Shen • შენ“ მორიგ ლექციაზე გავეცნობით კარმის კანონებს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ გამოვლინებებსა და პირად პასუხისმგებლობას. 

მოწვეული სტუმარი: ნიკოლოზ ნავინი.

„საგვარეულო კარმა, ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლის ხაზი საიდან მოდიხარ შენ. შემთხვევით არ ხდება არაფერი შენს ცხოვრებაში, სადაც ცხოვრობ, სადაც დაიბადე, რას ხედავ ცხოვრებაში ფანჯრიდანაც კი. ეს ყველაფერი, არის ცნობიერი, რომელსაც შენ ხედავ. ნატალურ რუკაში ვხედავთ 12-ვე სახლში, რა, სად სცენა არის გათამაშებული. მე-4 სახლი არის ფუძე და ფესვები. მე-10 სახლი კი არის მიზანი, რომელსაც კარიერას ეძახიან. ჩვენ ცხოვრებაში კითხვა არ ვიცით, თორემ იგივე სიმბოლოებია რაც მიგვანიშნებს რაღაცაზე. ჩვენი სახლის წინ, რატომ არის ის რაც არის, ამის კითხვა არ ვიცით. ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც გაჯერებულია ყველაფერი სიმბოლიზმით. სინქრონულობა კი მუდმივია, არ გვყოფნის ცნობიერი, რომ ეს ამოვხსნათ.

შენ აქ, ამ სამყაროში უნდა იმუშაო სამშვინველზე და ტრანსფორმაცია გააკეთო სულის, ამის მერე შენ გაგენდობა ეს ინფორმაცია, თუ რატომ დაიბადე იმ კონკრეტულ გვარში და ა.შ. შენით ამ ყველაფერს ვერ გაარკვევ, ამიტომ უნდა ნახო, ვინმე კარგი ასტროლოგი, ტაროლოგი ან ვინც გნებავთ.

ჩემი რჩევაა, არ დაუწყოთ კირკიტი იმას, რაც არ იცით. ინფორმაცია, რომელსაც სიმშვიდე არ შემოაქვს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ლაპარაკობს ამას, მხოლოდ ის დატოვეთ თქვენში, რაზეც გული გეუბნებათ, კი ეგ არის.

როგორც ამ თემაში შემოვედი, დამაინტერესა გარდაცვალების თემამ. არის ორნაირი სიკვდილი. არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიკვდილი. ისინი, ვინც ფსიქოლოგიურ სიკვდილზე არ მიდიან, მერე საჭიროა ცხოვრებისეული რყევები, რაც მატერიალურ დონეზე დგება, რასაც გარდაცვალებას ვეძახით. სიკვდილი არ არსებობს, ეს არის ტრანსფორმაცია. ერთადერთი გარანტირებული გვაქვს სიკვდილი, ცვლილება რაც გარდაუვალია, ამიტომაც დავინტერესდი სიკვდილით თავიდანვე. მაშინ გავაცნობიერე, რომ სატურნი და შრომა არის აუცილებელი“,- ამბობს ასტროფსიქოლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება ფინანსებს და ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი?! - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕აღდგომის დღეებში, მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

⭕„ჩამოიშორეთ ყ*ექალა...ალბათ, მამარდას დათრევა უნდა პატარას“ - მორიგი სკანდალი ალექსანდრე პაიჭაძის ირგვლივ, რას წერს მოდელი