
ბოლო დღეების განმავლობაში ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჰაერის დაბინძურების დონემ ექსტრემალურ მაჩვენებელს მიაღწია.
BBC-ს ცნობით, ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე დაბინძურების დონემ „ჯანმოს“ მიერ რეკომენდებულ უსაფრთხო ლიმიტს 25-30-ჯერ გადააჭარბა.
ექსპერტების მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო დღეებში ვითარება გაუხარდება - ამინდის პირობები, დივალის ფესტივალზე ფოიერვერკების გამოყენებისა და მეზობელ შტატებში ხორბლის მოსავლის ნარჩენების დაწვის გამო გაუარესდა.
დელისა და ინდოეთის რამდენიმე ჩრდილოეთ შტატში ჰაერის დაბინძურება ოქტომბრიდან-იანვრამდე ყოველწლიურად უარესდება, რაც ბიზნესების საქმიანობას აფერხებს და იწვევს სკოლებისა და ოფისების დახურვას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემო საქართველოვ, ბევრი ნუცა მისურვებია“ - ოტია იოსელიანის რძალი ახალ ვიდეოს აქვეყნებს