Digest Logo

„დღეს რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით...სურვილი დაწერეთ ფურცელზე ფანქრით“ - გოგა მანია 11 ივნისის სავსემთვარეობაზე, რა რიტუალი უნდა ჩავატაროთ ამ დღეს, დადებითი ენერგია მოვიზიდოთ

1749642041
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

2025 წლის 11 ივნისს, სავსემთვარეობაა. ამ მთვარის ფაზას ეწოდება (Strawberry Moon), რაც დაკავშირებულია ამერიკული ტრადიციით, როდესაც ივნისში ველური მარწყვი მწიფდება.

სწორედ აღნიშნულ ფენომენთან დაკავშირებით „დაიჯესტი“ გოგა მანიას ესაუბრა:

„დღეს რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით“ — გოგა მანიას სიტყვები ასტროლოგიური სავსემთვარეობის დღეს, 11 ივნისს, გვახსენებს, რომ ეს დღე იდეალურია ახალი მიზნების დასახვისა და პოზიტიური ცვლილებების დასაწყებად.

„დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, რომ იყოს მაღალ საფეხურზე. საოცარი განწყობა უნდა გვქონდეს, მაღალ ნოტაზე ვიყოთ მთელი დღე. დღევანდელი დღე წყვეტს, თუ როგორ ვიქნებით მთელი ერთი წელიწადი.

სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გავცეთ მოწყალება, ვილოცოთ, ვიმედიტიროთ, წავიდეთ სალოცავებში. გაახარეთ ახლობლები, იცეკვეთ-იმღერეთ. დადებითად დაიმუხტეთ.

რა მინუსი აქვს დღევანდელ დღეს: კი კარგია, რომ დადებითი ენერგიით ვივსებით, მაგრამ ზედმეტი ენერგიის მოზღვავებას აქვს მისი უარყოფითი გავლენა, სულსწრაფობა და ენერგიის დისბალანსი, ამიტომ შესაძლოა საფრთხილო იყოს საჭესთან ყოფნა, იქნება ტრავმულ-ავარიული სიტუაციები. ფეხით მოსიარულე ადამიანებსაც ვაფრთხილებ, ყურადღებით იყვნენ დღევანდელ დღეს.

დღეს რასაც დავთესავთ იმას მოვიმკით მთელი ერთი წლის განმავლობაში“,- უთხრა მან „დაიჯესტს“

„დაიჯესტი: რამე აფირმაციას ან რიტუალს ხომ არ გაუზიარებდი ჩვენს მკითხველს?

გოგა მანია: სიამოვნებით გავუზიარებ. ბევრი წერს აფირმაციას საწერ-კალმით. ეს უდიდესი შეცდომაა, რადგან სამყარო მიიღებს მხოლოდ ნატურალურს. დღეს ღამის 00:00 საათამდე გვაქვს დრო, რომ გავაკეთოთ შემდეგი რამ. კარგი განწყობით, ვიწყებთ ფურცელზე შემდეგნაირად ჩვენი სურვილის წერას ფანქრით - დავწერთ დღევანდელ რიცხვს, სახელ გვარს და შემდეგ ტექსტს ვწერთ: „მე ვიცი, რომ მაქვს ... ეს და ეს და მადლობა სამყაროს ამისათვის“  მაგალითად: „მე ვიცი, რომ მაქვს მანქანა და მადლობა სამყაროს“. ამის შემდეგ, ფურცელი ჩვენკენ გადმოვკეცოთ და შევინახოთ კარადაში, უჯრაში. მანიფესტაციის გაკეთების შემდეგ ამაზე არ ვიფიქროთ, ამ სურვილის ასრულებაზე, მიეცით სამყაროს უფლება, თქვენი ეს სურვილი ასრულდეს და რეზონირდეს თქვენზე. თუ მეტად გავეკიდებით ამ სურვილს და ფიქრს, მით მეტად გაგვექცევა, ეს იგივეა ცალმხრივად გვიყვარდეს ვიღაც და წერდეთ მილიონ წერილს, ამიტომ ნუ შეაწუხებთ ამაზე ზედმეტი ფიქრით სამყაროს. როდესაც უკვე ეს სურვილი ასრულდება, ეს ქაღალდი დავწვათ“,- უთხრა გოგა მანიამ „დაიჯესტს“.

რა გავლენას მოახდენს 2025 წლის 11 ივნისის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე, გოგა მანია განმარტავს:

ტყუპები და სასწორი, მშვილდოსნები ძალიან ყურადღებით იყვნენ დღეს. ასე ვთქვათ დღევანდელი დღე ყველასია, ამიტომ ყველას აქვს შანსი დააბალანსოს ეს ენერგია. სტაბილურობის დაცვა იქნება საინტერესო მერწყულისთვის.

ლომი და ვერძი, მეტად იქნებიან გაღიზიანებული, არ მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილება სიბრაზით. არ მოაწერონ ხელი ხელშეკრულებებს, სანამ კარგად არ ნახავენ მას.

თევზი, მორიელი, კირჩხიბი, ვურჩევდი, რომ გამოვიდნენ ჩარჩოებიდან და გააკეთონ ის, რასაც აქამდე ან ვერ აკეთებდნენ. მათ ენერგია იქნება მეტად შესამჩნევი.

ქალწული - მეტად ყურადღება ზედმეტი პედანტობისკენ. შორს ნუ იქნებით ადამიანებთან, გაერიეთ საზოგადოებაში და მეტად ამოიღეთ ხმა. ფინანსური ენერგიები, რასაც ელოდნენ მოვა კუროებთან.

თხის რქებთან - ოჯახური პრობლემები სწორდება, ოჯახისკენ წასვლა მეტად და მეტად. გვარდება სასამართლო პროცესები, რომელიც ბოლო 6 თვეა აწუხებთ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ოჯახი, მხარდაჭერა, მოტივაცია“ - ნინო თოლორდავა შვილიშვილთან და შვილებთან ერთად პოზირებს

🎥 „ჩემპიონი საქართველოშია“ - გოგა ჩანადირი მერაბ დვალიშვილის გულშემატკივრებთან შეხვედრის კადრებს გვიზიარებს

„ჯერ კიდევ ოცნებებს ხატავდა, სწავლობდა სამყაროს სიყვარულით, წავიდა ბავშვი, რომლის ცხოვრება ჯერ არ დაწყებულა“ - სამტრედიაში მცირეწლოვანი გარდაიცვალა