
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.
დვალიშვილი საქართველოში საკუთარ მწვრთნელთან, ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
სპორტსმენს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, დახვედრა მსვლელობით გაგრძელდა რიყის პარკამდე, სადაც გულშემატკივრების არმია დახვდა მას.
დახვედრის მომენტს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ესწრებოდა, რომელმაც სოციალურ ქსელში შთამბეჭდავი ფოტოები გაგვიზიარა.
„ჩემპიონი საქართველოშია“, - წერს გოგა ჩანადირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლიკა ქორქია მალე დედა გახდება - იგი პირველ შვილს ელოდება
⭕სანდრო შელიას და ნინა ხუბუტიას შვილი შეეძინათ - ცნობილია რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს