Digest Logo

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს უსარგებლო ნივთების დაგროვების ჩვევა?

1770381127
დიოგენეს სინდრომი

ბევრი ადამიანი სახლში არეულობას, უსარგებლო ნივთების დაგროვებას და სოციალურ იზოლაციას მოხუცებულ ასაკს მიაწერს, თუმცა, ეს ჩვევები შეიძლება ფსიქიკურ მდგომარეობას მიანიშნებდეს, რომელსაც დიოგენეს სინდრომი ეწოდება. 

ფსიქიატრების განმარტებით, ასეთ პაციენტებს უსარგებლო ნივთების დაგროვება, არეულობა, საკუთარი გარეგნობისა და სახლის მდგომარეობის მიმართ გულგრილობა ახასიათებთ. მათთვის დამახასიათებელია ეჭვიანობა, ემოციური ლაბილობა, აგრესიულობა, დახმარებაზე უარის თქმა.

პარადოქსია, მაგრამ დიოგენეს სინდრომის რისკჯგუფში, ძირითადად, წარსულში აქტიური, წარმატებული და განათლებული ადამიანები შედიან. ექსპერტები რისკფაქტორებად ხანდაზმულ ასაკს, მარტოობისკენ მიდრეკილებას და რიგ ნეირობიოლოგიურ ფაქტორებს ასახელებენ. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, დაავადების გამომწვევი მიზეზი ეკონომიკური სირთულეებით, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით ან იძულებითი მარტოობით გამოწვეული სტრესია.

კვლევები აჩვენებს, რომ უსარგებლო ნივთების დაგროვებისკენ მიდრეკილ ადამიანებს შუბლის ქერქის უნიკალური მახასიათებლები აქვთ, განსაკუთრებით მარჯვენა ნახევარსფეროში, სადაც რაციონალურობასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ზონა მდებარეობს.

დიოგენეს სინდრომს მედიკამენტებითა და ფსიქოთერაპიით მკურნალობენ, თუმცა, უმნიშვნელოვანესია, რომ ინდივიდმა მკურნალობაზე თანხმობა განაცხადოს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ იქნებით გაუმაძღრები, ნუ გაეკიდებით იმას, რაც სხვებს აქვთ...“ - Abagael Bagi

⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„ასტროლოგია გვიწინასწარმეტყველებს „ამინდს“ მაგრამ ჩვენს ნაბიჯებსა და არჩევანს განსაზღვრავს ჩვენივე ნება...“ - რამაზ გიგაური

წყარო: funtime.ge