
შინაური ცხოველები დიდად აუმჯობესებენ ჩვენს ცხოვრებას, მაგრამ ზოგი ძაღლი შეიძლება იყოს არაპრაქტიკული ან არა უსაფრთხო კონკრეტულ პირობებში.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ვიდეობლოგერი პაატა წამალაშვილმა ისაუბრა.
კორპუსის ბინაში რეკომენდებულია, პირველი ძაღლი პუდელი და მეორე მალტეზეს ჯიში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, ნახეთ სპეციალისტის მიერ შერჩეული ძაღლის 10 ჯიში.
მაგრამ საინტერესოა ის ძაღლები, რომლებიც ბინაში არ უნდა გვყავდეს, თუნდაც მისი ზომიდან გამომდინარე, ესენია:
- კავკასიური ნაგაზი
- მონადირე ჯიშის ნებისმიერი ძაღლი
- ციმბირული ჰასკი ( ბინაში კი არა, საქართველოშიც კი არ არის რეკომენდებული მისი ყოლა)
- პიტ ბული
- გერმანული ნაგაზი
თუმცა, თუ კერძო სახლი აქვს ადამიანს, ეს ჯიშები შესაძლოა იყოლიოს სრულიად თავისუფლად.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა კარგები ხართ...“ - ნინიკო მამარდაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
🎥 რა დროს არის საშიში მელანომა და როგორ ვუმკურნალოთ მას? - სპეციალისტის რჩევები