Digest Logo

🎥 რა დროს არის საშიში მელანომა და როგორ ვუმკურნალოთ მას? - სპეციალისტის რჩევები

1748505984
 ლალი მეგოკიშვილ

მელანომა, სიმპტომები, მითები, გამოვლენა და მკურნალობის გზები - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დილა“ ექიმმა დერმატოლოგმა ლალი მეგოკიშვილმა ისაუბრა:

„მე ვთვლი რომ ამ საკითხში ცნობიერების ამაღლება შევძელით. მოდიან ადამიანები, რომლებიც უკვე ნამყოფები არიან და სკრინინგს იტარებენ. ამ მონაცემებით ასევე შემცირდა მზის დამცავი საშუალებების გამოყენება, რაც პარადოქსულია. თუმცა საქართველოში, ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი მზის დამცავი საშუალებების გამოყენების. ყველაფერი არის ზომიერებასთან დაკავშირებული, მზეც რაღაც დოზით საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის.

ზოგადად გარკვეული პერიოდი 11-დან 4 საათამდე მიჩნეულია რომ ბავშვები და ადამიანები არ უნდა გავიდნენ მზეზე. ბავშვების კანი ფაქიზია და ადვილად იღებს დამწვრობას. წარმოიქმნება ბუშტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს ზრდასრულობის ასაკში კანის დაავადებებისას. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ეს კულტურა.

სკრინინგი ჩატარდება ქუთაისშიც და ბათუმშიც. წელს ჩვენ გამოვიყენებთ ციფრულ დერმატოსკოპიას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე არის დაფუძნებული. ყველას არ სჭირდება თუმცა, თუ ვინმეს საეჭვო სიმპტომები ექნება სრულიად უსასყიდლოდ ჩავუტარებთ კვლევას.

აუცილებლად უნდა შევხედოთ უვა ინდექსს, რომ არ გავიდეთ გარეთ. ან თუ გავალთ აუცილებელია მზისგან დამცავი გამოვიყენოთ. თუ მოხდა ბავშვის დამწვრობა, ვმკურნალობთ სიმპტომურად. არ შეიძლება არც მაწვნის და არც სპირტის წასმა. არსებობს სპეციალური ქაფები რომელიც დამწვრობის დროს გამოიყენება.

25 წლამდე შეიძლება ხალები გაჩნდეს და გაიზარდოს. ორსულობასაც ახასიათებს ხალის გაზრდა ან ახლის გაჩენა.

აუცილებელია ამ შემთხვევაში მიაკითხოთ ექიმს. ბავშვებში თუ არ არის მელანომა გენეტიკურად დატვირთული არ არის საშიში და ხშირ შემთხვევაში მათ არც ვსინჯავთ. კანის კიბო და მელანომა ყველაზე მარტივი მოსაგვარებელია“, - ამბობს ლალი მეგოკიშვილი.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„პენსიას რომ ევიღებ მე დაგიმატებ ველოსიპედის საყიდლად, კი ღირს კაცის გაცნობა ოცდაათი მანეთი, უხერხულია...“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

🎥 „ადამიანს როგორც კი დაეწყება ეს სიმპტომები, იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას, რაც არ შეიძლება“ - ალექსანდრე გოგინავა ზაფხულის მოახლოებულ ინფექციებზე

🎥 „იხელმძღვანელეთ თქვენი ინტუიციით, ის გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ სწორად...“ - 29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან