Digest Logo

🎥 „ეს არის მომენტი, როცა ადამიანი შეიძლება საუბრობდეს და ჩაეძინოს, 15 წუთის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელოს ყველაფერი“ - ყველაფერი ძილის დაავადებებზე, მის ჰიგიენასა და ფაზებზე

1733821329
სოფიო კასრაძე

ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი და პროფესორი სოფიო კასრაძე გადაცემის „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ სტუმარი იყო, სადაც მან საზოგადოებას ძილის ფაზებზე, დაავადებებზე, ჰიგიენაზე, უძილობასა და ღრმა ძილის მნიშვნელობაზე აუცილებელი ინფორმაცია გაუზიარა.

„ძილი არის ადამიანის და სიცოცხლის აუცილებელი ფენომენი! მის გარეშე ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელია. ძილ-ღვიძილის ციკლი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანმა იფუნქციონიროს, აღიდგინოს დახარჯული ენერგია, გადაამუშაოს ინფორმაცია. 

საინტერესოა ჩვენი ძილის პროცესი, ზოგიერთი ადამიანი თვლიდა, რომ ძილი ფუჭად დაკარგული დროა, მაგრამ ძილი იმდენად აუცილებელი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხორციელდება ფიზიოლოგიური პროცესები, რაც ღვიძილში არ მიმდინარეობს, ამიტომ ისეთი აუცილებელი პროცესებია, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელია. 

ჩაძინებამდე ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ტელევიზორის არსებობა ოთახში, სინათლე, კვება, რადგან ეს ყველაფერი ხელს უშლის ჩაძინებას. 

საინტერესოა თვალების სწრაფი მოძრაობით ძილი - ზუსტად ისეთივე ელექტროფიზიოლოგიური მონაცემებია, როგორც დღისით, რატომ? ამ სტადიაში ხდება სიზმარი, სიზმარში ვმოძრაობთ, ემოციებში ვართ, მაგრამ ამ დროს ტვინი ზუსტად ისე მოქმედებს როგორც ღვიძილში, ფაქტობრივად სხეული პარალიზებულია. ამ ფაზას ჰქვია პარადოქსული ძილი. 

რამდენიმე ფაზას გადის ადამიანი ღამის განმავლობაში, პირველია ჩაძინების ფაზა, შემდეგ ნელი ძილის ფაზა და ღრმა ძილის ფაზა, სადაც უფრო მეტად იშვიათდება გულის ცემა, იკლებს არტერიული წნევა და ქვეითდება ტემპერატურა. რატომ არის სიგრილე ხელშემწყობი კარგი ძილის? იმიტომ, რომ ბუნებრივად ქვეითდება ადამიანის ტემპერატურა. ერთი ციკლი, დაახლოებით 90 წუთი გრძელდება.

თუ ადამიანს აქვს გამოღვიძებები, მეხსიერების პრობლემები, უხასიათობა, ცუდი ემოციური განწყობა - აუცილებელია ექიმმა გამოიკვლიოს ეს რამდენად უკავშირდება ძილის დარღვევას. ძილის დარღვევა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა დაავადებებთან, როგორიცაა კარგიოლოგიური, ნევროლოგიური. 

არსებობს ძილის დაავადებებიც, ძირითადად დღეს ნარკოლეფსია ვლინდება. ეს არის მომენტი, როცა დღისით ადამიანი შეიძლება მოვიდეს, საუბრობდეს და უცებ ჩაეძინოს, 15 წუთის შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელოს ყველაფერი. ასეთ ადამიანებს არ აქვთ ჩაძინების, თვლების, ღრმა ძილის ფაზები არ აქვთ.  

არსებობს ასეთი დაავადება მოუსვენარი ფეხების სინდრომი - ეს არის დღისით არაფერი არ გაწუხებს, მაგრამ საღამოს გეწყება ფეხებში უსიამოვნო შეგრძნება, წვა, ჭიანჭველების სიარულის შეგრძნება და თუ ფეხები არ აამოძრავე, არ გადის. ასეთი ადამიანები 11% წარმოადგენენ საქართველოში. უფრო მეტი ქალი ატარებს ამ სინდრომს, ვიდრე კაცი. ეს არის გამოვლინება იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ფერიტინი ანუ რკინის შემცველობა დაქვეითებული იყოს, რაც სხვადასხვა დაავადებებსაც იწვევს.

არის ასევე ობსტრუქციული ძილის აპნოე, ძალიან ხშირად ხდება ამ დროს სიკვდილი ღამე. როცა იძინებს და ვეღარ იღვიძებს ადამიანი, რადგან ამ დროს სუნთქვა ჩერდება და ტვინს აღარ მიეწოდება ჟანგბადი. ეს გამოწვეული შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული, ენდოკრინული პრობლემებით მაგალითად. როცა ადამიანი ღრმა ძილში გადადის, ანატომიური თავისებურების გამო შესაძლოა დაეხშოს ჰაერის გამავალი გზები. 

არსებობს ინსომნიები, უძილობა - რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ბევრს აწუხებს. არსებობს ხანგრძლივი, ქრონიკული მდგომარეობა და გარდამავალი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაშია და შემდეგ ლაგდება შესაბამისი მკურნალობით. 

როცა ხანგრძლივდება უძილობა ეს ძალიან დამთრგუნველი, რაც თანხლებულია დეპრესიასთან და ცუდ აზრებთან. პარკინსონით დაავადებულ ადამიანებშიც ძალიან ხშირია უძილობა, ასევე დემენციების მქონე ადამიანებში. 

ხშირად ადამიანები, რომლებსაც აქვთ ინსომნიები, თვითნებურად იღებენ წამლებს, რაც არაფრით შეიძლება. გვგონია, რომ ვმკურნალობთ, არადა ამ დროს ორჯერ უფრო მეტი ხარისხით გიბრუნდებათ უძილობა. 

ძილის დარღვევების შემთხვევების 80% მხოლოდ რეკომენდაციებით შეიძლება ალაგდეს, დანარჩენ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კვლევები“, - ამბობს სოფიო კასრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უფროსი მეგობარი, არაჩვეულებრივი არტისტი, ჩვენი გოგიჩას მამა წავიდა თავის უსაყვარლეს შვილთან“ - დიმიტრი ხვთისიაშვილი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა ცხოვრებას რეტროგრადული იუპიტერი მნიშვნელოვნად შეცვლის

გიორგი მამარდაშვილი მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს