Digest Logo

„ეს ინოვაციური მიდგომა შესაძლოა, მრავალ ქრონიკულ დაავადებასთან ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდეს“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

29 იანვრის 7:19
გიორგი ფხაკაძე

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ჯანდაცვის საკითხებში, საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომლის მისიაა გაზარდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ხარისხი და უზრუნველყოს მაღალი სტანდარტების ჯანდაცვა საქართველოში, სოციალურ ქსელში ვაგუსის ნერვის სტიმულაციაზე და ახალ მეცნიერულ აღმოჩენაზე საუბრობს: 

„როგორ ამაღლებს ვაგუსის ნერვის სტიმულაცია გულისცემასთან სინქრონიზაციის მკურნალობის ეფექტიანობას:

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვაგუსის ნერვის სტიმულაციის სინქრონიზაცია გულისცემასა და სუნთქვასთან მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. ეს ინოვაციური მიდგომა შესაძლოა, მრავალ ქრონიკულ დაავადებასთან ბრძოლაში გარდამტეხი აღმოჩნდეს.

დღეს, როდესაც ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა მაღალი წნევა, დეპრესია და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, საქართველოში და მსოფლიოში მზარდია, აუცილებელია უახლესი სამეცნიერო მიგნებების დანერგვა.

სტატისტიკა და გლობალური სურათი:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ქრონიკული დაავადებები სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში.

(1). საქართველოში, ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 60%-ს აღწევდა.

(2). ევროპაში, ვაგუსის ნერვის სტიმულაციამ უკვე დაიმსახურა სპეციალისტების ყურადღება, რაც მას ეფექტურ ალტერნატივად აქცევს ტრადიციული მკურნალობის პარალელურად.

რა არის ვაგუსის ნერვი და როგორ მუშაობს იგი?

ვაგუსის ნერვი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნერვია, რომელიც ტვინს აერთიანებს გულთან, ფილტვებთან და სხვა ორგანოებთან. მისი სტიმულაცია ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, ანთების პროცესების დარეგულირებას და სტრესის კონტროლს. თუმცა, ახალი მიგნებები აჩვენებს, რომ სტიმულაციის სინქრონიზაცია გულისცემასთან და სუნთქვასთან კიდევ უფრო ეფექტურია.

ეს მიდგომა, რომელიც გულისცემისა და ნერვული სისტემის მართვას ეფუძნება, არის ინოვაციური ნაბიჯი, რომელიც საქართველოში აუცილებლად უნდა დაინერგოს. მსგავსი კვლევები საშუალებას მოგვცემს, პაციენტებისთვის მკურნალობა უფრო პერსონალიზებული და ეფექტური გავხადოთ.

საქართველო და ახალი შესაძლებლობები:

საქართველოში მსგავსი მკურნალობა ჯერ არ არის ფართოდ დანერგილი. თუმცა, საერთაშორისო მაგალითები აჩვენებს, რომ ვაგუსის ნერვის სტიმულაცია, განსაკუთრებით სინქრონიზირებული მეთოდით, ეფექტური ალტერნატივაა ისეთ მდგომარეობებში, როგორიცაა:

• დეპრესია და შფოთვითი აშლილობები.
• ეპილეფსია, რომლის დროსაც ტრადიციული მკურნალობა არაეფექტურია.
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სისხლის წნევის მართვა.

რას ამბობს მეცნიერება?

კვლევებმა აჩვენა, რომ ვაგუსის ნერვის სტიმულაციამ, რომელიც სინქრონიზებულია პაციენტის გულისცემასთან, მნიშვნელოვნად შეამცირა ანთებითი პროცესები და გააუმჯობესა ზოგადი მდგომარეობა. მაგალითად, ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტების 80%-მა შეამჩნია სიმპტომების მკვეთრი შემცირება (3).

რა უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში?

საქართველოში ვაგუსის ნერვის სტიმულაციის დანერგვა საჭიროებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პერსონალის გადამზადებას და საზოგადოების ინფორმირებას. „პაციენტების განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა იცოდნენ, როგორ შეუძლია ამ მეთოდს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

როგორ შეგვიძლია დახმარება?

1. ინფორმაციის გავრცელება – მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მიეწოდოს ფართო საზოგადოებას და პაციენტებს.
2. პერსონალის გადამზადება – საქართველოში უნდა მოხდეს ექიმებისა და სხვა პროფესიონალების გადამზადება ვაგუსის ნერვის სტიმულაციის გამოყენებაში.
3. სახელმწიფო მხარდაჭერა – სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ინოვაციური ტექნოლოგიების ფინანსური მხარდაჭერა.

რეკომენდაციები:

• საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
• პილოტური პროექტების განხორციელება საქართველოში.
• კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერა.

დასკვნა

ვაგუსის ნერვის სტიმულაციის სინქრონიზაცია გულისცემასთან და სუნთქვასთან არის მომავლის ტექნოლოგია, რომელიც პაციენტებს უკეთესი შედეგების მიღწევაში დაეხმარება“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ეროვნული ღირებულებების უგულებელყოფამ, საკუთარი ისტორიის მიმართ უპასუხისმგებლობამ შედეგი დადო, ვნახეთ დაჩლუნგებული ახალგაზრდობა!“ - ნუკა არველაძე

🎥 „ჯვარი იმიტომ დავიწერე, რომ აქ ხომ ერთად ვართ, იქაც ერთად უნდა ვიყოთ“ - გაიცანით კასპელი წყვილი, რომელმაც ჯვარი ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა

🎥 „იყავით ფრთხილად! რასაც სხვას უსურვებ, მარტივად დაგიბრუნდება უკან“ - 29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„სიმბოლურად უკავშირდება რაღაც ახლის დაბადებას, ახალ იმპულსს...“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

34 წუთის წინ
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ამა თუ იმ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემეცნებით ინფორმაციას.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სატურნის ახალ ციკლზე ისაუბრა:

„დღეიდან, 2025 წლის 25 მაისიდან - 2028 წლის 13 აპრილამდე, სეპტენერის უხუცესი, კოსმოსური მასწავლებელი, პლანეტა სატურნი ახალ 30 ციკლს იწყებს!

ის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, რაც სიმბოლურად უკავშირდება რაღაც ახლის დაბადებას, ახალ იმპულსს, ახალ ინიციატივას.

პლანეტა სატურნი დროის, ფორმის, დისციპლინის, სტრუქტურისა და მატერიალური სამყაროს ღვთაებაა.
ის მცირე დროით თითქოს შეამზადებს ვერძისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს, რადგან მომდევნო რამდენიმე წელი საკმაოდ მკაცრი გამოცდებისა და საპასუხისმგებლო მოვლენების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს თითოეული ადამიანი (რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გავლენა აქვს).

მომდევნო პერიოდში, ივლისიდან - ნოემბრამდე სატურნი ისევ თევზების ნიშანში გადავა უკუსვლით და მიმდინარე გარკვეული კრიზისული ცვლილებებისა და მინიშნებების გათვალისწინებით, ივლისი - ნოემბრის პერიოდი საკმაოდ ეფექტური იქნება ცხოვრების იმ სფეროს საკორექციოდ, რომელიც ახლა ვხედავთ, რომ მოითხოვს სათანადო ცვლილებებს“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

⭕„მადლიერი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძეს წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს, რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი კანიდან?

⭕„ბრალდებულმა ნაცნობი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა, კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა“ - ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

9:19
ლევან ჯანგველაძე

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირებზე. მათ შორის ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 მაისს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება) სამი ეპიზოდი წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შეხებაში მყოფი სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გელა უძილაურია დაკავებული, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მადლიერი ვარ...“ - ნუცა ბუზალაძეს წლის მუსიკალური ინფლუენსერის პრიზი გადასცეს, რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი კანიდან?

⭕„ბრალდებულმა ნაცნობი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა, კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა“ - ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

⭕„რა ფეხები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

შიდა ქართლის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

9:16
დაკავება, პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2001 წელს დაბადებული გ.ჯ. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც მეპატრონემ შესაკეთებლად ავტოსახელოსნოში დატოვა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ჩატარებული პირადი
ჩხრეკის შედეგად გ.ჯ-ს თან აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „BMW X6"-ის მარკის ავტომობილის გასაღები, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მან თბილისში არსებულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიუთითა, სადაც გატაცებულ ავტომობილს მალავდა.

სამართალდამცველებმა უკანონოდ მისაკუთრებული ავტომობილი ნივთმტკიცებად
ამოიღეს.

სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს - „ხვიჩა კვარაცხელია სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება“

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მფლობელია

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

Daily Mail: ფრედი მერკურის ქალიშვილი ჰყავს

9:14
 ფრედი მერკური

Queen-ის ლეგენდარულ ვოკალისტს ფრედი მერკურის ქალიშვილის ჰყავს - წერს Daily Mail-ი მომღერლის შესახებ ახალ წიგნზე დაყრდნობით.

ნამუშევარი სახელწოდებით „სიყვარულით, ფრედი“ ბიოგრაფმა ლესლი-ენ ჯონსმა მოამზადა. მისი მონაცემებით, 1970-იანი წლების ბოლოს მერკურის მეგობრის ცოლთან ჰქონდა რომანი, რის შედეგადაც მას ქალიშვილი გაუჩნდა. წიგნში აღნიშნულია, რომ ეს ისტორია მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, მათ შორის მერი ოსტინმა - მუსიკოსის საცოლემ.

მერკურის სავარაუდო ქალიშვილი 48 წლისაა, ევროპაში ცხოვრობს, სამედიცინო სფეროში მუშაობს, მას ჰყავს შვილი. ქალი ჰყვება, რომ ბავშვობიდან იცოდა საკუთარი მამის ვინაობა, იმის მიუხედავად, რომ სხვა ოჯახში იზრდებოდა. ბიოგრაფიაში მისი წერილიც არის მოყვანილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მერკური „გიჟდებოდა“ შვილზე და ზრუნავდა მასზე.

წიგნი გაყიდვაში 2025 წელს გამოვა.

ფრედი მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით, მას შვილები არ ჰყავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბუნებრივი სილამაზე...“ - მანიკა ასათიანი ახალ კადრებს აქვეეყნებს

⭕ ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს - „ხვიჩა კვარაცხელია სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება“

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მფლობელია

იერუსალიმში ოქროს ბეჭედი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 2 ათას წელს აღემატება

9:07
 ოქროს ბეჭედი

არქეოლოგებმა იერუსალიმში იპოვეს უძველესი ბეჭედი წითელი ქვით - სავარაუდოდ, ძოწით. აღმოჩენა ეროვნული პარკის „იერუსალიმის კედლები“ ტერიტორიაზე გათხრების დროს გაკეთდა. წინასწარი შეფასებით, ეს ნივთი დამზადებულია ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს - III საუკუნის დასაწყისში, ელინისტური ეპოქის ადრეულ პერიოდში, ანუ ბეჭედი 2 300 წლისაა.

ბეჭედი პატარა ზომისაა, ამიტომ, სავარაუდოდ, მას ბავშვი ატარებდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ნივთი სიმბოლურ რიტუალებში გამოიყენებოდა: მოზარდები შესაძლოა საკუთარ ნივთებს მალავდნენ სახლის ფუნდამენტის ქვეშ, ბავშვობასთან გამომშვიდობების ნიშნად.

ეს უკვე მეორე ელინისტური პერიოდის ბეჭედია, რომელიც ამ ადგილას ბოლო თვეებში იპოვეს. იმავე ფენაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოსა და ოქროს საყურეები, ასევე მძივი, დეკორატიული გაფორმებით. მათი თქმით, ასეთი სამკაული შესაძლოა, შეძლებულ ოჯახს ეკუთვნოდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა ფეხები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ბუნებრივი სილამაზე...“ - მანიკა ასათიანი ახალ კადრებს აქვეეყნებს

⭕ ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს - „ხვიჩა კვარაცხელია სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება“

ლაშა ოდილაძე - „დვალით „არისიც“ დაინტერესდა და ევროპის ძლიერ ლიგებში კარგი ვარიანტები აქვს“

9:05
ლაშა დვალი

ლაშა დვალი ზაფხულში „აპოელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

„ლაშა დვალს „აპოელთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა და ზაფხულში გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. 29 წლის ქართველ მცველს ტრავმები აწუხებდა და სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, 2024-25 წლების ჩემპიონატში კი მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გასულ წელს, როდესაც „აპოელმა“ ჩემპიონატი მოიგო. დვალი საქართველოს ეროვნული ნაკრების მნიშვნელოვანი წევრია“, – წერს გამოცემა protathlima.

ფეხბურთელის მენეჯერის, ლაშა ოდილაძის თქმით, საქართველოს ნაკრების მცველს კვიპროსში გიორგი ქვილითაიას კლუბი, „არისი“ იწვევს. მაგრამ მას უკეთესი წინადადებებიც გააჩნია.

„ლაშას კონტრაქტი დაუმთავრდა და უკვე გუნდებისგან კონკრეტული ინტერესიც არის. მაგრამ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე 3 თვეა დარჩენილი და შევეცდებით მისთვის სასურველი ვარიანტი შევარჩიოთ.

რეალურია თუ არა „არისი“? დასამალი არაა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ იყო, კლუბის პრეზიდენტსაც ვესაუბრე – მაშინ ყიდვაც სურდათ. ვნახოთ, რა იქნება, რადგან ლაშას ევროპის კარგ ლიგებში ძალიან მაგარი ვარიანტი აქვს“ – ამბობს ლაშა ოდილაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბრალდებულმა ნაცნობი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა, კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა“ - ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

⭕„რა ფეხები...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ბუნებრივი სილამაზე...“ - მანიკა ასათიანი ახალ კადრებს აქვეეყნებს

წყარო: 1tv.ge