Digest Logo

🎥 „აქ ხომ ერთად ვართ, იქაც ერთად უნდა ვიყოთ“ - გაიცანით კასპელი წყვილი, რომელმაც ჯვარი ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა

1738133479
 კასპელი პატარძალი

გაიცანით კასპელი წყვილი, რომელმაც ჯვარი  ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწერა. 70 წლის ქალმა ოცნება აისრულა და მან თეთრი კაბა, ფატით კიდევ ერთხელ მოირგო ტანზე. 

წყვილს, რომელმაც 50 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ეკლესიაში ჯვარი დაიწერა, 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.

„სალონში აუცილებლად უნდა წავსულიყავი, ფატაც მინდოდა, შილაკიც, თმების დახვევაც, მაკიაჟიც და „კაკრას“ გამომპრანჭეს. 

ასაკს არ ვაქცევ ყურადღებას, წლები მიდის და შენ ის უნდა გააკეთო, რაც გულში გაქვს. 

იმხელა ბუმბერაზ ეკლესიაში რომ შევედი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, გახარებული და ჩემი თავი სიზმარში მეგონა.

ჯვარი იმიტომ დავიწერე, რომ აქ ხომ ერთად ვართ, იქაც ერთად უნდა ვიყოთ.

ძალიან ვიწრო წრეში გავაკეთეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, სასწაული დრო გავატარეთ“, - ამბობს 70 წლის პატარძალი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იყავით ფრთხილად! რასაც სხვას უსურვებ, მარტივად დაგიბრუნდება უკან“ - 29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი ოჯახის წევრს ვირუსი აქვს, ჩვენ კი არა? - ნახეთ, ჰიგიენის რა ნორმების დაცვას გვირჩევენ ექიმები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით