„შავი პარასკევი და მომხმარებელთა უფლებები - რისი გაკეთება არ შეუძლიათ მაღაზიებს“, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ კერძაიამ ისაუბრა და საზოგადოებას ინფორმაცია გაუზიარა.
„ე.წ. შავ პარასკევი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ თითქოს მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ მაღაზიებმა განსაკუთრებული ფასი უნდა შესთავაზონ მომხმარებელს.
სავაჭრო ობიექტს, თუ მაღაზიას არ აქვს უფლება, რომ ფასდაკლებამდე შეცვალოს ფასი და შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, მსგავსი ფაქტი დასჯადია.
მაღაზია ვალდებულია, ფასდაკლებული ფასის გარდა მიუთითოს ამ ფასდაკლებამდე რამდენი იყო ფასი და ბოლო 30 დღის განმავლობაში რამდენი“, - ამბობს თამარ კერძაია.
მისი თქმით, ფასს სხვადასხვა პროდუქტისა განსაზღვრავს თავად ობიექტი, თუმცა მაგ: დაუშვებელია პროდუქტს მოუმატო ფასი და შემდეგ მოახდინო ფასდაკლება.
„ყველაფერი, რაც განკუთვნილია მომხმარებლის მოტყუებისათვის ეს არის აკრძალული, მაგრამ თუ მაღაზიას 10-ლარიანი ნივთი ეყიდება 100 ლარად და ყიდის ამას, ღმერთმა შეარგოს... მთავარია, არ შეიყვანოთ მომხმარებელი შეცდომაში და ფასდაკლება უნდა იყოს რეალური“, - ამბობს სამართლის ასოცირებულმა პროფესორი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლინა სიჭინავას ახალი ფოტოები და ილია თოფურიას კომენტარი – რა ხდება წყვილის პირად ცხოვრებაში?