
2025 წლის 11 ივნისს, სავსემთვარეობა იყო. აღნიშნულ ფენომენთან დაკავშირებით საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია „დაიჯესტს“ ესაუბრა და ამ დღის დადებით და უარყოფით ენერგეტიკულ მნიშვნელობაზე განმარტება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუდან რამდენიმე საათში, მისი პროგნოზი ავტოსაგზაო უსაფრთხოებასა და მასთან დაკავშირებულ გაფრთხილებაზე ახდა. კერძოდ აი რა უთხრა მან „დაიჯესტს“.
„დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, რომ იყოს მაღალ საფეხურზე. საოცარი განწყობა უნდა გვქონდეს, მაღალ ნოტაზე ვიყოთ მთელი დღე. დღევანდელი დღე წყვეტს, თუ როგორ ვიქნებით მთელი ერთი წელიწადი.
სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გავცეთ მოწყალება, ვილოცოთ, ვიმედიტიროთ, წავიდეთ სალოცავებში. გაახარეთ ახლობლები, იცეკვეთ-იმღერეთ. დადებითად დაიმუხტეთ.
რა მინუსი აქვს დღევანდელ დღეს: კი კარგია, რომ დადებითი ენერგიით ვივსებით, მაგრამ ზედმეტი ენერგიის მოზღვავებას აქვს მისი უარყოფითი გავლენა, სულსწრაფობა და ენერგიის დისბალანსი, ამიტომ შესაძლოა საფრთხილო იყოს საჭესთან ყოფნა, იქნება ტრავმულ-ავარიული სიტუაციები. ფეხით მოსიარულე ადამიანებსაც ვაფრთხილებ, ყურადღებით იყვნენ დღევანდელ დღეს.
დღეს რასაც დავთესავთ იმას მოვიმკით მთელი ერთი წლის განმავლობაში“,- უთხრა მან „დაიჯესტს“
ინტერვიუდან კი რამდენიმე საათში ორი სამწუხარო ფაქტი მოხდა:
⭕ ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
⭕ თბილისში, პეკინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ბეტონმზიდი მანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ასაკოვანი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.