Digest Logo

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემაზე კონტროლი მკაცრდება - რატომ ნიშნავდა ზოგიერთი ექიმი მსგავს პრეპარატებს დიაგნოსტიკის და კვლევების გარეშე

1769196699
მედიკამენტები

ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემა დიაგნოსტიკის და კვლევების გარეშე - სწორედ ამ პრინციპით უნიშნავდა ზოგიერთი მედიკოსი ბენეფიციარს ისეთ პრეპარატს, რომელიც მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ფაქტები გამოვლენილი, თემა კი ჯანდაცვის სპეციალური საბჭოს მიერ უკვე განხილულია. მინისტრმა საკითხით საგამოძიებო უწყებების დაინტერესება არ გამორიცხა. ჯანდაცვის სამინისტრო კონტროლისა და მიდგომების გამკაცრებასაც აანონსებს.

ირკვევა, რომ ზოგიერთი ექიმი საქმიანობას კანონდარღვევით ახორციელებდა. ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეცეპტს ისე გასცემდა, რომ რეალურად ამის არც ლიცენზია და არც ნებართვა ჰქონდა. ზოგიერთ პაციენტს ენიშნებოდა იმაზე მეტი დოზა, ვიდრე მისი მკურნალობისთვის იყო საჭირო.

ფსიქოტროპული პრეპარატების ჭარბი რაოდენობით მოხმარება რომ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს - ამაზე  სპეციალისტები საუბრობენ. ნარკოლოგები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ და ამბობენ, რომ ზედოზირება და არასწორი მედიკამენტოზური მკურნალობა, შესაძლოა, ლეტალობით დასრულდეს.

ჯანდაცვის სამინისტრო და სპეციალური საბჭო ექიმების პროფესიული საქმიანობის შესწავლას გააგრძელებს. პარალელურად დაინერგება ახალი მექანიზმები, რომელიც გაზრდის პაციენტების უსაფრთხოებას, რისკებს კი მინიმუმამდე შეამცირებს.

ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო მომდევნო სხდომაზე იმ მედიკოსებს მოუსმენს, რომლებიც საექიმო საქმიანობას დარღვევებით ახორციელებდნენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კახა კალაძე ზამთრის კურორტიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕არის თუ არა ბაზარზე ნატურალური ყველი? - რჩევები ირაკლი არაბულისგან

⭕რატომ მწვავდება ატოპიური დერმატიტი ზამთარში, ყველაზე გავრცელებული სიმპტომები და რჩევები თუ როგორ ავიცილოთ თავიდან კანის დაზიანება?

წყარო: rustavi2.ge