Digest Logo

🎥 გაიცანით ქართველი რობიზონ კრუზო - „24 წლის განმავლობაში აქ ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული“

1732521207
ზურაბ ქადაგიშვილი

მარკეტოლოგი ზურაბ ქადაგიშვილი, რომელიც დედაქალაქიდან სოფელში გადასახლდა და საკუთარი მცირე ბიზნესი დაიწყო გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ობიექტივში მოხვდა:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დავუბრუნდებოდი მამა-პაპის ნაკვეთებს და შევუდგებოდი სერვისების შექმნას. ერთგვარი გამოცდა მოვუწყვე ჩემს თავს. ცხოვრება დავიწყე ახალი ფურცლიდან. 35 წლის ვარ და პროფესიით მარკეტოლოგი. ვმუშაობდი თბილისში, სხვადასხვა ადგილას სტანდარტულ და ქაოსურ რეჟიმში. 2024 წლის ორ აპრილს შემოვდგი ფეხი ამ მიწაზე. გაუვალი ადგილი იყო, რადგან 24 წლის განმავლობაში აქ ადამიანს ფეხი არ ჰქონდა დადგმული. დავიწყე საცხოვრებელი ფართის აშენება, რომელსაც დავარქვი „რობიზონ კრუზოს ვილა“. 9 კვადრატია და არ აღემატებოდა 600 ლარს. 12 დღეში ავაშენე და უძლებს ძლიერ წვიმასა და ქარს“, - ჰყვება ზურაბ ქადაგიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ორივე მძღოლი ჯარიმდება? - ვის და რატომ ეკისრება ჯარიმა

🎥 „რთული დღეა ურთიერთობების კუთხით...“- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ 🎥 პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს