Digest Logo

„გამოჩნდება უკურნებელი დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერის და კიბოს მკურნალობის ახალი საშუალებები“ - რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2024 წლისთვის

1704441494
წინასწარმეტყველი ვანგა

ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას წინასწარმეტყველებას ხშირად განიხილავენ. წინასწარმეტყველმა წლების მიხედვით მთავარი საფრთხეების, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და კატასტროფების შესახებ დეტალურად აღწერა.

ამჯერად, ვრცელდება ვანგას შვიდი წინასწარმეტყველება, 2024 წლისთვის.

1) პუტინის სიკვდილის მცდელობა

ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ მომავალ წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობას შეეცდებიან;

2) ტერორისტული და ბიოლოგიური თავდასხმები

მან გააფრთხილა ევროპაში ტერორისტული თავდასხმების გაზრდის შესახებ და ასევე იწინასწარმეტყველა, რომ „დიდი ქვეყანა“ 2024 წელს ჩაატარებს ბიოლოგიური იარაღის ტესტებს ან თავდასხმებს.

3) მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი

მომავალ წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის კრიზისი, სადაც ვალის დონის მატება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია მთავარი ფაქტორებია.

4) ბუნებრივი კატასტროფები

მისი პროგნოზით, მომავალ წელს მოხდება ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები.

5) კიბერშეტევების რაოდენობის ზრდა

გარდაცვლილი ნათელმხილველის თქმით, კიბერშეტევების რიცხვი გაიზრდება. მოწინავე ჰაკერები თავს დაესხმებიან კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ელექტრო ქსელები და წყლის გამწმენდი ნაგებობები, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

6) სამედიცინო მიღწევები

ვანგას თქმით, 2024 წელს გამოჩნდება უკურნებელი დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადებისა და კიბოს მკურნალობის ახალი საშუალებები.

7) ტექნოლოგიური გარღვევა

მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ იქნება მნიშვნელოვანი გარღვევა კვანტურ მეცნიერებაში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველგან გაქვთ წარმატების შანსი და მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი“ - 2024 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵ბავშვები და ოჯახები, რომლებიც 2023-მა წელმა გვაჩუქა - სელებრითების წლის კარგი ამბები

🎥 „უდიდესი როლი შეასრულა ლევანიკოს წარმატებაში.. მადლობა რწმენისთვის, რომელიც ჩემ შვილს შთააგონეთ“ - მელიტა ფურცელაძე პატრიარქზეს