ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური ნიკა კაკოიშვილი, რომელსაც სოციალურ სივრცეში „კაკოს“ სახელით ვიცნობთ, ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.
იტალია, ესპანეთი, გერმანია, ალპები, ხორვატია, ბელგია, კრაკოვი, სტოკჰოლმი, ტაილანდი, ეს მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალია, სადაც „კაკო“ იმყოფებოდა და მნიშვნელოვანი ბლოგები ჩაწერა.
მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა. მოგზაურს Youtube-ზე 346K გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე.
ამჯერად მოგზაური რუსეთის ფედერაციაში შემავალ ციმბირში, იაკუტიის მხარეში, სოფელ ოიმიაკონში ჩავიდა. ეს მხარე ცნობილია, როგორც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი. ზამთარში აქ ტემპერატურა ხშირად −50°C-ზე ქვემოთ ეცემა, ხოლო რეკორდულად −71 °C-მდეც დაფიქსირებულა.
მიუხედავად უკიდურესი სიცივისა, სოფელში ადამიანები მუდმივად ცხოვრობენ, ინარჩუნებენ ტრადიციულ ცხოვრების წესს და ადაპტირებულები არიან მკაცრ კლიმატურ პირობებთან:
„მანქანას მთელი ზამთრის განმავლობაში არ აქრობენ, რადგან საწვავი არ გაიყინოს. იაკუტიაში წყლის დასალევად მდინარიდან ყინულის მოჭრა, გალღობა და ასე მირთმევა გიწევს. თუ გარეთ რაიმე შემთხვევით დაგრჩა, სამუდამოდ ემშვიდობები.
ადამიანისთვის 2 საათით ამ ტემპერატურაზე გარეთ ყოფნა, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. აქ ფიზიკურ გაძლებაზე ბერად რთული, მენტალური გაძლებაა. რადგან ეს არ არის მხოლოდ იაკუტია, ეს ღრმა რუსეთია. ადგილი რომლის ხსენებაზეც, ნებისმიერი ჩასაფრებული მზადაა სამშობლოს სიყვარულით დაგიგეგმოს ყოველი ფეხის ნაბიჯი.
ფორმულა მარტივია: ქართველი ხარ და გადაკვეთე რუსეთის საზღვარი? ავტომატურად რუსეთუმე ხარ.
ეს არის სტიგმა, რომელსაც აქ ჩამოსვლისთანავე შუბლზე გაკრავენ.
რაც არ არის გამორიცხული სხვა რეალობაში მეც მექნა.
აქ ყოფნა პროგრესულად მოაზროვნე „იუთუბერისგან“ ერთი დიდი სისულელეა. მე კაკო ვარ დოპამინით სავსე კაცი და მე ვბედავ, ვარ სულელი. ვბედავ დავსვა კითხვები, სადაც მათი დასმა აკრძალულია.
ვსაუბრობ, რუსულად და ვარ რუსების მიწაზე, არა ეთნიკურად რუს ხალხთან. ისინიც ისეთივე დაჩაგრულები არიან, როგორც ჩვენ.
საკვებად ცხენის ხორცს გამოიყენებენ, რადგან ყველზე მეტად უძლებს აქაურ კლიმატს და სიცივეს. უმადაც კი ჭამენ. ასევე აქვთ გაყინული თევზი და ამასაც უმად ჭამენ. თევზის ნაყინია რა. უმად ხორცის ჭამა მათი 800-წლიანი ტრადიციის ნაწილია“, - ამბობს „კაკო“ ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღეს შენ ხარ გაზაფხულის ენერგია, შენი ოპტიმიზმი მაგნიტურია“ - 12 მარტის კოსმოსური ამბები
⭕აუცილებელია თუ არა ქორწინებამდე სექსი? - სექსოლოგი ზურაბ მარშანია აქტუალურ კითხვაზე პასუხობს