
ექსტრასენსი, ეზოტერიკოსი, ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საზოგადოებისთვის თავისი ზებუნებრივი ძალებით ძალიან კარგადაა ცნობილი.
იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ბევრი გამომწერი ადევნებს თვალს.
ამჯერად, მარიამ ციმინტია „პოსტ ალიონის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს კოდების გამოთვლა ასწავლა:
„შევკრიბოთ დაბადების თვე და რიცხვი, მივიღებთ კოდს.
ამის შემდეგ უნდა ვნახოთ წლის კოდი, ანუ: 2+0+2+5 = 9
ახლა წლის კოდს უნდა მივუმატოთ თქვენი კოდი.
წელს ცეცხლის და სასწაულების წელია, დაოჯახების, ემოციების, აგრესიის და ვნების. აგიხსნით როგორც კი დათვლით თქვენს ციფრს რას ნიშნავს.
მას ვინც 1 მიიღო, ელოდება მნიშვნელოვანი შეხვედრა.
2 - დაოჯახებული თუ ხართ ძალიან კარგი ბალანსი გექნებათ ოჯახში. ბავშვს თუ ელოდებოდით გეყოლებათ.
3 - კონცენტრაცია იქნება მთლიანად ოჯახზე, იღბლიანი იქნება ურთიერთობები, შეგხვდებათ რომანტიკული სიყვარული, თუმცა შესაძლოა ეს კარმული იყოს.
4 - დაბალანსების, მატერიალური სტაბილურობის წელია, ვერ გეტყვით, რომ პარტნიორი ხელს გთხოვთ.
5- დაგიბრუნდებათ ძველი პარტნიორი, არასტაბილური ურთიერთობა, მაგრამ ამ პარტნიორთან შეიძლება ოჯახი შექმნათ.
6- დაქორწინების წელიწადია, გაფართოების. ფინანსური კეთილდღეობაცაა.
7- სამწუხაროდ არასტაბილური ურთიერთობის ქონის შემთხვევაში განქორწინებით დასრულდეს.
8 - გელოდებათ 100% ქორწინება თუ ურთიერთობაში ხართ.
9 - სულიერი ზრდის წელია“, - ამბობს მარიამ ციმინტია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არის პიგმენტური ლაქები და რატომ ჩნდება სხეულზე - დერმატოლოგის განმარტება