Digest Logo

გიფიქრიათ, რატომ იწყება სწავლა სექტემბერში? - რა ისტორიული და პრაქტიკული საფუძვლები აქვს სასწავლო წლის განახლებას

1756908201
სასწავლო წელი

სექტემბერი არის თვე, რომლის დაწყება მშობლებს უხარიათ, რასაც მოსწავლეების გარკვეულ ნაწილზე ვერ ვიტყვით. მათი საზაფხულო, მხიარული, თავგადასავლებით სავსე დღეები სრულდება და ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ემზადებიან.

ასეა თუ ისე, სექტემბერი არის ცოდნის თვე, როცა სკოლის კარები ისევ იღება, მაგრამ რატომ იწყება სასწავლო წელი სწორედ ამ დროს და არა სხვა თვეში? პასუხი ისტორიულ ტრადიციებსა და პრაქტიკულ საჭიროებებში უნდა ვეძებოთ.

„დაიჯესტი“ გაგაცნობთ სასწავლო წლის დაწყების ისტორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, ანუ გზას სოფლის მეურნეობის ციკლიდან - საბჭოთა განათლების სისტემამდე. 

🌍 საერთაშორისო ტრადიცია

ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა აგვისტო–სექტემბერში იწყებს სასწავლო წელს, რადგან ზაფხული ყველაზე გრძელი არდადეგების პერიოდად იყო დამკვიდრებული.

ეს უკავშირდება ძველ სოფლის მეურნეობის ციკლს: ბავშვები ზაფხულში ოჯახებს ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში, ხოლო შემოდგომაზე თავისუფლდებოდნენ და სწავლას უბრუნდებოდნენ.

🇬🇪 ქართული კონტექსტი

საქართველოში საბჭოთა კავშირის პერიოდის განმავლობაში სასწავლო წელი 1-ელ სექტემბერს იწყებოდა, ეს ტრადიცია საბჭოთა განათლების სისტემიდან მოდის. მას „ცოდნის დღე“ ერქვა.

თანამედროვე საქართველოში ამ თარიღმა ფესვები გაიდგა როგორც საგანმანათლებლო ტრადიცია და კულტურული სიმბოლო: სექტემბრის პირველი დღე დღესაც აღიქმება ახალი ეტაპის, ახალი დასაწყისის დღედ.

⁉️პრაქტიკული მიზეზები:

ზაფხულის სიცხე ნელდება და სასიამოვნო კლიმატი უფრო ხელსაყრელია სწავლის დასაწყებად.

სასწავლო წელი ასე ნაწილდება: სექტემბრიდან-ივნისამდე არსებული 9 თვე სწავლისა და არდადეგების ბუნებრივ ბალანსს ქმნის.

ზამთრის არდადეგები მოდის შუა პერიოდში, ხოლო ზაფხული რჩება ყველაზე ხანგრძლივ დასვენებად.

მოკლედ რომ ვთქვათ, წავლა სექტემბერში იწყება იმიტომ, რომ ეს არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიცია, რომელიც სოფლის მეურნეობის ციკლიდან და საბჭოთა განათლების სისტემიდან იღებს სათავეს და პრაქტიკულადაც ხელსაყრელია სწავლისა და არდადეგების განაწილებისთვის.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ასაკი მხოლოდ ციფრებია...“ - კრისტი ყიფშიძის სექსუალური ფოტოები სოცქსელს იპყრობს

🎥 „ჩვენ, ქართველები შესანიშნავი ხალხი ვართ! დანარჩენი კი 8 სექტემბრიდან...“ - გიორგი კალანდია ახალ გადაცემას იწყებს

🎥 „ფრენა მინდა“ - ნეკა სებისკვერაძე ახალი სიმღერით ბრუნდება