
არსებობს ერთი ოქროს წესი - თუ გინდა, რომ ადამიანს მოენატრო, გახადე ერთად გატარებული დრო გასაოცარი. და ის, უბრალოდ, ვერ გაექცევა შენთან ყოფნის სურვილს. აიძულე მას მივიდეს დასკვნამდე, რომ შენ შესანიშნავი პარტნიორი და შეყვარებული ხარ და თქვენ ორნი, უბრალოდ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი.
შექმენი საერთო მოგონებები. დაფიქრდი, თუ შენ და შენი შეყვარებული, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილებში დადიხართ ან ყოველდღიურად ერთი და იმავე ცხოვრებით ცხოვრობთ, მაშინ მოსაგონარი ბევრი არც არაფერი იქნება...
ყოველთვის არ თქვა „დიახ“. თუ ყოველთვის და ყველაფერზე თანახმა ხარ, თუ მუდამ გცალია მის სანახავად და თუ მუდამ მზად ხარ გაიქცე და ხელები ყელზე შემოხვიო, მაშინ თქვენი ურთიერთობის ცეცხლი სწრაფად დაიწვება. დაისვენე – და გამოიყენე ეს დრო, რათა მას ისევე მოენატრო, როგორც შენ გენატრება.
დაანახვე, რა იღბლიანია, რომ შენს გვერდითაა. აიძულე დაინახოს, თუ რა მდიდარი ადამიანია, რადგან შენს გვერდითაა. დაანახვე, რამდენად აფასებ შენს თავს და შენს ცხოვრებას. აგრძნობინე, თუ რა ღირებული ადამიანი ხარ. მან უნდა იცოდეს, რამდენად უნიკალური ხარ და როგორ ძალიან ინანებს, თუ დაგკარგავს...
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს ჩემი კოტეს დაბადების დღეა... ღმერთს სამოთხეს ვთხოვ შენთვის“ - ირმა იაშვილის ემოციური პოსტი
🔵„სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„...ბიძინა ივანიშვილი ბათუმის საავადმყოფოშიაო! - ილოცეთ, რომ კარგად იყოს...“ - ლალი მოროშკინა
წყარო: trend.ge